MDF Can't see images? http://notophobia.ge/
#4, 1 - 30 აპრილი, 2020

ქსენოფობია

მედია

საქართველო და მსოფლიო, 8 აპრილი,
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: "უკვე 30 წელიწადია, ქვეყანაში დიდი ფული შემოდის სწორედ იმისთვის, რომ საქართველო ე.წ. მულტიკულტურულ სახელმწიფოდ აქციონ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ქართველი აღარ უნდა იყოს “დომინანტი” ერი. საქართველო განიხილება მხოლოდ ტერიტორიად და ამ ტერიტორიაზე თანაბრად უნდა იცხოვრონ ჩინელებმა, ინდოელებმა, არაბებმა, თურქებმა და ა.შ. უფლებრივ თანაბრობაზე არ არის აქ საუბარი. საქმეც ის არის, რომ რაოდენობრივ თანაბრობაზეა ლაპარაკი და ქართველებიც ამ ტერიტორიის სხვებთან რაოდენობრივად თანაბარი ან სულაც უმცირესობაში მყოფი მცხოვრებნი უნდა ვიყოთ” 

საქართველო და მსოფლიო, 29 აპრილი,
დარეჯან ანდრიაძე, ავტორი: „ახლახან სოციალურ ქსელში ასეთი რამ წავიკითხე: ძალიან მცირეა რისკი “კორონამ” გაგვაქროს, მაგრამ ძალიან დიდია შანსი გაგვაქროს ისეთმა “ვირუსებმა”, როგორიცაა გულგრილობა, კაცთმოძულეობა, შური, ფსევდომორწმუნეობა, არაპროფესიონალიზმი, უწიგნურობა, თავხედობა და ლაჩრობა; ოჯახების გადასარჩენად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაკარგვა, აზერბაიჯანისთვის ჩვენი სიწმინდეების დათმობა, აჭარაში თურქების გაშინაურება, ჩვენს მიწებზე ირანელების, ინდოელების, ჩინელების დასახლება, ღირსება გაყიდული პარტიები, ბანკების მაფია… ეს ყველაფერი ნამდვილად გაგვაქრობს და თანაც არც თუ დიდი ხნის მერე". 

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 13-26 აპრილი
ზაზა შენგელია, „ბრავო რექორდს“: „განა არ შეიძლება, რომ მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ, სანქციები დაუწესოს ჩინეთს, სანამ რეალურად არ მოეშვებიან ღამურების, ძაღლების, კატების, ორანგუტანების, შიმპანზეების, პანგოლონების და წითელ წიგნში შეტანილი სხვა ცხოველების ჭამას და მერე მთელი მსოფლიოს დაინფიცირებას? ფაქტობრივად, მათ დედამიწაზე ცხოვრება გააჩერეს. ამიტომ ისინი აქ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს კი არ უნდა აშენებდნენ, უპირველესად, ჯერ კორონავირუსით მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაურონ დანარჩენ მსოფლიოს - აღრაფერს ვამბობ იმაზე, შუა საუკუნეებში შავი ჭირიდან დაწყებული, თითქმის ყველა ეპიდემია მაგათგან რომ მოდიოდა!..."

 

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქინფორმი, 2 აპრილი, მარშალპრესი, 2 აპრილი, ასავალ-დასავალი, 6 – 12 აპრილი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: "ზუგდიდში კორონავირუსის გავრცელების მთავარი წყარო “იეჰოვას მოწმეების” სექტაა - აკვირდებით როგორ მალავენ ამ ინფორმაციას? წარმოიდგინეთ ეკლესიის მრევლიდან რომ გავრცელებულიყო დაავადება რა ამბავი ატყდებოდა? სწორედ ამაშია საქმე - ქართული ტელევიზიების 90% არის ქართველი ერის, მართლმადიდებლობის, ქართული სახელმწიფოს დაუძინებელი მტერი! საყოველთაო ბოიკოტი ამ სატანის ნაშიერებს!”

ისლამოფობია

მედია

ასავალ-დასავალი, 13-26 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „მუსლიმ მიგრანტთა აგრესიულმა სტუმრიანობამ და მათმა ტერორისტულმა მიდრეკილებებმა ევროპელთა საუკუნოვანი ტოლერანტობა ქსენოფობიით შეცვალა, ანუ სწორედ იმით, რაც მათთვის სულ ათიოდე წლის წინათ ყველაზე სამარცხვინო იყო!... ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ "დასავლეთის ცივილიზაცია" და „ისლამური ცივილიზაცია“ იმდენად დიამეტრალურ ფასეულობებს ეყრდნობიან, რომ ვერასოდეს დაზავდებიან.”

ჰომოფობია

მედია

ასავალ-დასავალი, 13-26 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ათონის მთზე სამი დღე გადაუღებლად იწვიმა და ტაძრებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა მეწყერმა წალეკა!... ეს უბედურები ასე იმიტომაც არიან დაქცეულები, გეი-ქორწინება რომ დააკანონეს და ყოველწლიურად ყველა დიდ ქალაქში გეი-პარადებს ატარებენ! ასე, რომ ჩვენებური ლიბერასტების მიერ ხშირად აფრიალებული "საბერძნეთის მაგალითი" - აი, თვით ბერძნულმა ეკლესიამაც კი გააუქმა ზიარება და სააღდგომო ლიტურგიაო, უბრალოდ, სამარცხვინოა! ქართულ ეკლესიას საბერძნეთს მაგალითად ნუ მოუყვანთ!"

იმედი, ღია ეთერი, 28 აპრილი, 
ვაკა გორგილაძე, წამყვანი: "ასე იჯდა დაკარგული დროის ძიებაში მყოფი ვანო მერაბიშვილი და მეორე სუბიექტი [ნიკა გვარამია], რომელიც ასევე დაკარგულია, ოღონდ როგორც ჩანს გენდერული იდენტობის ძიებაში...მასაც და მის დაკარგული გენდერული იდენტობის ძიებაში ჩაკარგულ მოსაუბრეს არ გახსენებია იგივე ოთანაძის, კრიალაშვილის, რობაქიძის, ციხის ამბოხის და სხვათა შედეგად მოკლული ასობით ადამიანი".

 

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 14 აპრილი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "ხალხი, რომელმაც თავის დროზე მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, მხარს უჭერს სოდომიის ზეიმის ჩატარებას და ხვალ–ზეგ, ალბათ, კაცის კაცზე ქორწინების დაკანონებასაც მოინდომებს, მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება აღდგომის ღამეს. სააღდგომო წირვა მათთვის ყოველთვის იყო პოლიტიკური პიარის ნაწილი. მორჩა. სახლში ლოცვას რაც შეეხება, ჩვენ არავის ვაძალებთ ტაძარში მოსვლას. ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან ეშინია და არ უნდა გამოსვლა, შეუძლია დარჩეს შინ, მაგრამ მორწმუნე მრევლს ხელი არ უნდა შეეშალოს".

 

გენდერული სტერეოტიპები

სასულიერო პირები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 აპრილი
ტელემაყურებელი: „ეს [კოვიდ 19-თან დაკავშირებული მოვლენები] არის მსოფლიო აფიორა არის რა თქმა უნდა, ჯერ ერთი მერე ძლიან ვემდური იმ პაატა იმნაძეს იმიტომ რომ იწყევლებოდა და ქალივით გვწყევლიდა, ყველა ჩვენთანაგს.“

 



ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe