MDF
#1, 1 იანვარი - იანვარი 31, 2021

ინციდენტი ბუკნარში

13 იანვარს ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირსიპირებას,  ისლამოფობიური განწყობების გამაღვივებელი განცხადებების მატება მოჰყვა. სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის მიერ სამლოცველოს მოწყობის მოთხოვნა, ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა, რაც შემგდომ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული მოვლენის შეფასებისას რიგი მედიასაშუალებების, ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები, ისლამოფობურ განცხადებებს აკეთებდნენ, მუსლიმი თემის მიერ სალოცავის მოწყობის მოთხოვნას აფასებდნენ, როგორც ქრისტიანებზე თავდასხმას, ხოლო მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, რადიკალიზმსა  აგრესიაში ადანაშაულებდნენ. 

გარდა ისლამოფობიური კომენტარებისა ამ თემასთან მიმართებით ულტრანაციონალისტური პლატფორმებით სექსისტური განცხადებები გაკეთდა, რაც ქალი პოლიტიკოსის აქტივობას უკავშირდებოდა.

ქართველების და მუსლიმების ეთნიკური ნიშნით დაყოფა

პოლიტიკოსები

მთავარი არხი, მთავარი. 15 იანვარი, მთავარი არხი, პოსტ ფაქტუმი, 17 იანვარი, მარშალპრესი, 17 იანვარი
ნინო წილოსანი, ქართული ოცნება: "გლობალისტები აღწევენ რასაც უნდა იმას, ქვეყნიდან გადის უამრავი ადამიანი და ძალიან მცირე ნაწილი ბრუნდება უკან. ჩემთვის პირადად ეს არის კატასტროფა, წარმოიდგინეთ, თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა ქვეყანაში, 10 წელიწადში ეთნიკური ქართველი იქნება ძალიან მცირე ნაწილი, შესაბამისად გაქრება ეროვნული თვითშეგნება და ქვეყანას მხოლოდ დარჩება სახელი…ნელ-ნელა შემოდის უცხოური კულტურა და მისადმი გაფანატება, ყოველივე ქართული დაკარგავს თავის ღირებულებას ...”

ისლამოფობია

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 იანვარი,
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „მე ეხლა მაინტერესებს, მე ვთქვი ხო, აი ასეთი დამოკიდებულება სწორედ აი ეს გლობალისტური, ის ნეოტროცკისტული პოლიტიკა, რომელიც დღეს მსოფლიოში უკვე დაიწყებს განხორციელებას… აი, ამ სიტუაციაში მე კიდე რისი მეშინია იცით, რომ ჩვენ ამ ღირებულებების ნახეთ როგორ იმდენად გაუფასურდება ეს ღირებულებები, რომ ძალიან გაძლიერდება უკვე აი, ეს აღმოსავლური რაღაცა რეგიონალური გაერთიანებები იმიტომ, რომ იქ იქნება ეს ისლამური ღირებულებები, რომლებიც მკაცრად დაიცავს თავის ფასეულობებს... ცოტა აგრესიული, თორე ისე სუფიურს არ ვამბობ მე“.

ალტ-ინფო, ინტერვიუ თათია გაბრიჭიძესთან ერთად, 14 იანვარი
თათია გაბრიჭიძე, წამყვანი: „ერთ კუთხეში თუ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს არაფრის მომცემი არაა რეალურად ხომ? კი, ჩვენ ძმები ვართ, იგივე, როგორც თვითონ ამბობენ, რომ ვთქვათ, იმ ხულოში ქრისტიანებიც ცხოვრობენ და ეს ადამიანებიც, რომლებიც რადიკალი მუსლიმანები არიან, მაგრამ ვხედავთ რომ ისინი სულ არ თვლიან, რომ ჩვენ ძმები ვართ და სულ არ არიან იმ განწყობით, რომ ყველაფერი დალაგდება, პირიქით განცხადებებიც არსებობს, რომ საერთოდ წადით და ჩვენ მივხედავთ ამ კუთხეს.“

საქართველო და მსოფლიო, 20 იანვარი,
ეკა ნასყიდაშვილი, ჟურნალისტი: "ქვეყანაში არ არის აკადემიური წრეები, არ გვყავს პოლიტიკოსები, დიპლომატები და ამასობაში ყარსის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა… ხომ არ არის დაკავშირებული ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული მოვლენები ყარსის ხელშეკრულებასთან?"

ნიუს-ფრონტი, 14 იანვარი
გედეონ ივანაშვილი, ავტორი: „საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე კიდევ არაერთი პროვოკაცია გველის, როგორც ეს გუშინ აჭარაში, სოფ. ბუკნარში მოხდა. რა ვნახეთ იქ? – გავეშებული ისლამისტები, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან ორგანიზებულად მორეკეს და პოლიციასთან “აკაჩავეს”. ამ ყველაფერს დაბეჩავებული ქართული სახელმწიფო ხახადაფჩენილი შეჰყურებს. ამ ფონზე ისრაელის ელჩმაც “გაიჯეჯილა”, როგორც კი ამის პატარა საბაბი მისცეს ისლამისტების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ერთი და იგივე ორგანიზაციები, რომლებიც არიან საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის პირდაპირი მტრები – EMC და TDI, ზრუნავენ როგორც ისლამისტების “უფლებებზე”, ისე ანტისემიტიზმის ნამდვილ თუ ტყუილ გამოვლინებებზე.”

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალტ-ინფო, ინტერვიუ თათია გაბრიჭიძესთან ერთად, 14 იანვარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: „საუბარია ბუკნარზე, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარზე, ვინ იყო ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარიდან. მოდით გავახსენოთ ჩვენს პატივცემულ საზოგადოებას. თამაზ ჭაღალიძე... ადამიანის რომელიც ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა... ისლამში ზოგადად ითვლიან 70-მდე სექტას და ამ 70 სექტიდან არსებობენ განსაკუთრებით აგრესიული და ტოტალიტარული სექტები, ესენი არიან სალაფიტურ სუნიტური ვაჰაბიზმის მიმდევარი ისლამური სახელმწიფოს რიგებში არსებული ასე ვთქვათ წესრიგი...“

საზოგადოება

ობიექტივი, ნამდვილი ამბები, 15 იანვარი
მამუკა არეშიძე, ექსპერტი: „აი, რასაც ჩვენ ვეძახით პოლიტიკურ ისლამს, ზუსტად ეს არის და ეს არ არის ახალი ამბავი. ეს წლებია გრძელდება საქართველოში. საქართველოს ტერიტორიაზე კი არა მხოლოდ, არამედ მთელს რეგიონში... ამ საქმეში არის ჩართული როგორც თურქეთი, ისე ირანი, ისე არაბული სამყარო... ე.ი. ზოგიერთი ქვეყანა მუშაობს რელიგიის მეშვეობით პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, პლიუს იყენებს ადგილობრივ პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ კონკრეტულ შემთხვევაში [ბუკნარი] ნაციონალური მოძრაობა იყო ჩართული. ის, რომ იქ იყო ჩამოსული აჭარიდან ერთი ჯგუფი, ეს არ არის ტრადიცული ისლამის მიმდევრები, ესენი არ არიან, ვთქვათ, ბათუმის მეჩეთის მრევლი, ეს არის ხალხი, რომელიც ფუნქციონერებს უცხო ქვეყნის, მესამე ძალის ფინანსური მხარდაჭერით.“

საქართველო და მსოფლიო, 20 იანვარი,
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი: "გურიაში მომხდარი ამბავი ძალიან სახიფათოა. ყარსის ხელშეკრულების პროლონგაცია ისე მოხდება, რომ, სამწუხაროდ, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაიგებს, ჩვენ ვერ გავიგებთ, რა შეიცვლება ხელშეკრულების პუნქტებში და აქაც ის პრობლემაა, რომ სპეციალისტები არ გვყავს, რასაც მოჰყვება საქართველოს დაკნინება".

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია

მედია

ალტ-ინფო, 15 იანვარი
ზურაბ მახარაძე, წამყვანი: „ქერა ტანმორჩილი ქალი [ნინო წილოსანი], რომელიც მუსულმანური წარმოდგენით საერთოდ მედიატორის ფუნქციაში კი არა, საერთოდ რატოა მანდ... ქართული ოცნების კრიზის-მენეჯმენტური ის, რომ იყო და ხო გააგზავნეს ეს ქალი და ვინმემ უბრალოდ კითხვა არ დასვა ეგეთი, ან რამე ასოციაციური, რაღაცა არ გაუჩნდა:  მუსლიმები, კრიზისი, ქერა ქალს ვაგზავნით...“

ალტ-ინფო, 15 იანვარი
ირაკლი მარტინენკო, წამყვანი: „საერთოდ კონფლიქტის დროს, როცა მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას ქალი, კონფლიქტის დროს, ნუ სასაცილოა!“

ქსენოფობია

მედია

ალტ-ინტერვიუ, 26 იანვარი
თათია გაბრიჭიძე, წამყვანი: „მარნეულში გააქტიურდნენ ადგილობრივი, ეთნიკურად აზერბაიჯანლები. ჩვენ ვნახეთ კიდევაც კადრები, როდესაც ისინი უპირისპირდებიან ეკლესიას და ამ შემთხვევაში მეუფეს, რომ არ აძლევენ საშუალებას დაამუშაონ ის მიწები, რომლებიც წლების განმავლობაში ეკლესიის მსახურების მიერ იყო დამუშავებული...

იქ იყო ხაზგასმა სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, რომ აი, ეს კონფლიქტი და ზუსტად აი, ის მოტივაცია, რაც ამ აზერბაიჯანლებს აქვთ, გაღვივდა და გაძლიერდა აი, ამ ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ. უფრო მეტად არიან გაძლიერებული და უფრო მეტად არიან აგრესიულები.

თუ თვლით თქვენ, რომ ეს ასეა რეალურად და აი, ეს ყარაბაღის კონფლიქტი და აზერბაიჯანის პოზიციების შედარებით გამყარება, როგორ შეიძლება კიდევ, რომ აისახოს საქართველოზე, ეთნიკურად აზერბაიჯანელების მხრიდან?“

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ალტ-ინფო, ინტერვიუ თათია გაბრიჭიძესთან ერთად, 18 იანვარი,
ემზარ კვიციანი, პოლიტიკოსი: „თურქეთი რომ დაინტერესებულია ჩვენი ტერიტორიებით და იქ რაღაც გარკვეული ნაწილი კირნათთან რომ მიიერთეს, იქ მდინარე რომ გადმოვიდა და რაღაცა, ეს ფაქტია“.

მედია

ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „რაც უფრო ღრმად შეტოპავს საქართველო თურქულ მორევში და რაც მეტი ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალით დავუკავშირდებით თურქეთს, აჭარის გათურქების პროცესი უფრო დაჩქარდება!... ერთ წყეულ დღეს თურქებმა თურქული ფულით აშენებული ბათუმი არ მოგვპარონ!"

ნიუს-ფრონტი, 21 იანვარი
ლევან ადეიშვილი, ავტორი: „ასევე ისარგებლებს და წააქეზებს თურქეთს აჭარაში! რა უნდა პირზენერწყმომდგარი ოსმალოს გაგულიანებას და ბათუმშიც რომ დადგამს ბაზას, ე, მერე იხტუნეთ [რეჯებ ტაიპ] ერდოგანის ჩოილარზე! გურიის ამბების უკანაც, პირდაპირ თუ არა, ირიბად, მაგ ნარატივს ვხედავ!

მოკლედ, ყვერთა საერთაშორისო ბელადების დოღია გურჯისტანში!“

საქართველო და მსოფლიო, 20 იანვარი
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო წლების განმავლობაში თურქ მაღალჩინოსნებს “წამოსცდებათ” ხოლმე, რომ აჭარის ტერიტორიების დიდი ნაწილი მათი იყო, რომ ბათუმი მალე ისევ მათი გახდება და ამაზეც, მწვავე რეაქციის ნაცვლად, ჩვენი ხელისუფლება დიპლომატიურ იწილო-ბიწილოს ამჯობინებს. ეს კი რეალურად, დიპლომატიის კი არა, შიშის გამოხატულებაა, დათმობის მზადყოფნის გამოხატულებაა და ამის ბრალია, ვისაც არ ეზარება, ყველა მიწას რომ გვედავება".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 20 იანვარი,
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "თურქეთი რელიგიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპანსიას რომ ახორციელებს საქართველოში, არახალი ამბავია. ამას მრავალი წელია, ვხედავთ და პროცესი დღესაც გრძელდება. თუმცა პრობლემა არა იმდენად მეზობელი ქვეყნის იმპერიალისტური პოლიტიკაა, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, არამედ პრობლემა აქ, ჩვენსავე პოლიტიკურ სისტემაში არსებული მოღალატეობრივი მიდგომებია, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს ის მაამებლური, ვასალური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფალნი, წინაც და დღევანდელიც, ერთმანეთზე უფრო “შესაშური” წარმატებით ატარებდნენ".

ასავალ-დასავალი, 25 - 31 იანვარი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "სოფელ ნასაკირალში თურქული ფულით მეჩეთი ააშენეს და კაცი პატრონი არ არის მაშინ, როცა იმავე თურქეთსა და ჰერეთში, რომელიც აზერბაიჯანს აქვს მითვისებული, ქართულ ეკლესია-მონასტრებში ტუალეტები აქვთ გახსნილი!...

მოღალატე სააკაშვილი, მოღალატე ბაპტისტი მღვდელმთავარი, მოღალატე სახალხო დამცველი და თურქეთის მიერ გადაბირებული მოღალატეები - ფირუზ წულუკიძე და ტარიელ ნაკაიძე ყველაფერზე მიდიან, რათა თურქეთმა აჭარა და ქვემო გურია მიიტაცოს!"

ნიუს-ფრონტი, 30 იანვარი
ბესარიონ მიქავა, “იბერიულ-კავკასიური” მოძრაობა: “...ხოლო ერდოღანს კი უნდა ბათუმიდან გურიამდე ტერიტორიის მითვისება (საქართველოს ტერიტორიის 30% ქართველთ მოძულე ლენინის დახმარებით უკვე მიითვისა), დღეს ამ გეგმის განხორციელებას ცდილობენ ლენინ–შევარდნაძის ე.წ.ლიბერალების და ნაციონალური ნიღბით შემოსილი დოლარზე გაყიდული კომუნისტები!”

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 25 - 31 იანვარი
ლევან დოლიძე, პუბლიცისტი: "სტალინისა და ბერიას ეპოქაში საქართველოს თურქული საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან პატარა საქართველოს უკან უზარმაზარი საბჭოთა იმპერია იდგა, მაგრამ ახლა ჩვენ თურქეთის პირისპირ მარტოდმარტო ვართ და ვხედავთ, რომ თურქები მოცოცავენ და მოცოცავენ… პირდაპირ ვაცხადებ - ბათუმი თურქული ქალაქია და უკვე დაკარგუალია!"

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

მედია

ალტ-ინფო, ანალიტიკა, 13 იანვარი
ზურაბ მახარაძე, წამყვანი: „ჯერ უნდა თქვენ თავში მიიღოთ ეგ გადაწყვეტილება... და მერე რომ მაგაზე თქვენ თვითონ თქვენს თავში ჩამოყალიბდებით და ვიღაცა უკვე გკითხავთ, რომ - საქართველოში საყოველთაო თანასწორობა ხომ უნდა იყოს?   პლურალიზმი ხომ უნდა იყოს? ჩვენთან ყველა რელიგია თანასწორი ხომ უნდა იყოს? ყველას ხომ აზრს პატივი უნდა ვცეთ? თქვენ უნდა უთხრათ - არაა, არა. საქართველოში ქართველი მართლმადიდებელი უნდა იყოს პრივილეგირებულ, პრიორიტეტულ მდგომარეობაში... როგორც თურქია თურქეთში, როგორც ებრაელია ისრაელში, როგორც სომეხია სომხეთში, როგორც აზერბაიჯანელია აზერბაიჯანში.“

ჰომოფბია

პოლიტიკოსები

ალტ-ინფო, ინტერვიუ თათია გაბრიჭიძესთან ერთად, 16 იანვარი
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: “პირველი [“ქართული ოცნების შეცდომა] - ვახსენე უკვე და საფლავიდან წამოაყენა და კოჰაბიტაცია გამოუცხადა იმ სისხლიან ბანდას ნაცმოძრაობის, რომელთან ერთადაც დაგვიკანონა ეს ელგებეტე პროპაგანდის, ეს არის ძალადობის შემცველი, ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონი.”

მედია

ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ [ნინო] ლომჯარია მსოფლიო დონის ექიმებს, რომლებმაც არაერთი თაობის მედიკოსები აღზარდეს, ასწავლის, თუ რა არის პედერასტია და ტრანს-სექსუალიზმი!"

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალტ-ინფო, ინტერვიუ თათია გაბრიჭიძესთან ერთად, 27 იანვარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "...როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთა პედაგოგიკას და ამ პედაგოგიკის უკან კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებსაც გააჩნიათ დღეს აქ არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონიდან გამომდინარე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის თავისებურებიდან გამომდინარე ამ ტიპის კუთვნილების აღიარების უფლება, შეუძლებელია, რომ ჩემი უფლება, მშობლის უფლება არ იქნეს გათვალისწინებული, რომ  მსგავსი პედაგოგი, არ იქნას დაშვებული სასწავლო პროცესში...ერთია, რომ ყველანი ვართ თანასწორნი განურჩევლად კანის ფერისა, რასისა, სოციალური და პოლიტიკური კუთვნილებისა, ხოლო  არის მეორე, უფლებები, რომელიც ლეგიტიმურობის ფარგლებში ჩვენი ყველანაირი ასე ვთქვათ, ეთნოფსიქოლოგიიდან დაწყებული და კონსტიტუციით დამთავრებული  გათვალისწინებით უნდა იქნეს შეზღუდული და ამ შემთხვევაში მამაკაცთა დისკრიმინაციასაც აღარ ექნება ადგილი, ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ აქედან იწყება ხოლმე ეს პროცესი, რასაც ჰქვია დისკრიმინაცია".

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

ალტ-ინფო, 22 იანვარი
გურამ ფალავანდიშვილი, ქართული იდეა: „..ჩვენი ღირებულება, ჩვენი ეკლესია მათთვის არის საძულველი... ანუ ჩვენ მათ ვძულვართ... თუ ეს  [ჯო ბაიდენი] კიდევ უფრო აქტიური, ვთქვათ მამათმავალი ლობისტი იქნა, შეიძლება უფრო მეტად დაგვაზიანოს,“

მედია

ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „დიახ, პრეზიდენტობა მიტაცებული ბაიდენის ამერიკა სულ მალე დაიწყებს ლგბტ-სოროსულ შტურმს მთელ მსოფლიოზე და, განსაკუთრებით, მართლმადიდებელ საქართველოზე, სადაც დამყრობელთათვის ნოხების დაგება კარგად იციან!"

 

ალტ-ინფო, ინტერვიუ თათია გაბრიჭიძესთან ერთად, 23 იანვარი
თათია გაბრიჭიძე, წამყვანი: „საუბარია იგივე ლგბტ თემზე და იმ უმცირესობაზე რომელსაც, შეიძლება ითქვას, პირდაპირ და ირიბად გვატენიან ხოლმე, უხეშად რომ ვთქვათ. ჩვენთვის ეს მიუღებელია და იგივე მოდის ხოლმე გზავნილები დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორებიდან, რომ ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი ასე გვეუბნებიან, და მოდის კანონები, რომლებიც კარგად შეფუთულია და ამას მთავრობა სხვათა შორის, ვერც ხელს უშლის და ვერც ეწინააღმდეგება. ეს კანონები არ მოსულა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, წინა ადმინისტრაციები იყვნენ. ახლა კი, როცა ასე ღიადაა გამოკვეთილი ბაიდენის ინტერესები და ის, თუ ვის დაუჭერს მხარს და ვინ იქნება მისთვის პრიორიტეტი, ამ შემთხვევაში, როცა წამოვა, და ალბათ წამოვა კიდეც საქართველოს მისამართით, ახალი კანონპროექტები უნდა შევიმუშავოთ. აქამდე თუ იყო მხოლოდ კვოტირება ქალებზე, ახლა შეიძლება რაღაც ლგბტ თემის კვოტირება ჩაგვისვან, ან ეთნიკური უმცირესობების, ან რელიგიური უმცირესობების. „

News-front, 26 იანვარი,
ჯონი ელტონაშვილი, ავტორი: "ჯო ბაიდენი ტრანსგენდერებზე “ჩაიციკლა” – საქართველოს მთავრობას რა რეაქცია აქვს? ამ ხუმრობანარევ სათაურში მთავარი მაინც სიმართლეა და არა ხუმრობა – ჯო ბაიდენმა თავისი მოღვაწეობა აშშ პრეზიდენტის თანამდებობაზე ე. წ. ტრანსგენდერების – ჰორმონშეცვლილი და სქესგადაკეთებული ინდივიდების დაწინაურებით დაიწყო. ჯერ იყო და, სქესშეცვლილი და ქალურად, რეიჩელად წოდებული ინდივიდი, გვარად ლევინი თუ ლევაინი, დანიშნა ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწედ, ახლა კი თავისი წინამორბედის, დ. ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა და ამერიკულ ჯარში ლევინის მსგავსი ტრანსგენდერები დააბრუნა... ასე მიაჩნია მარაზმში ჩავარდნილ  მხცოვან პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც თავის დეკრეტში აღნიშნა, რომ “სქესობრივი იდენტურობა” არ უნდა იყოს ჯარში სამსახურზე უარის მიღების საფუძველი, ვინაიდან “იუ-ეს-ეის სიძლიერე მრავალფეროვნებაშია”.

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube