MDF Can't see images? http://notophobia.ge/
# 8, 1 - 30 სექტემბერი, 2020

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 სექტემბერი,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „დააკვირდით ესეიგი, ქართველ კაცს თუნდაც რაღაცა ათი მეასედის გადაფორმება უჭირს, როდესაც ინდოელებს, არაბებს, თურქებს, ირანელებს, გექტრობით მიწა აქვთ. ეხლა ვთქვათ, კი ბატონო, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ პირდაპირი მიყიდვა ავაკრძალინეთ ამ ხელისუფლებას თორე ესენი შლიგინ-შლიგინით ქართულ მიწებს ანაწილებდნენ არა?! მაგრამ ეხლა მონახეს მაინც ის ხვრელები, ვთქვათ გადააფორმებენ ქართველზე და მერე ფიქტიურად ის არი იურიდიულად ქართველია მფლობელი მაგრამ ფიქტიურად არი უცხოელი მფლობელი“. 

ნიუს-ფრონტი, 10 სექტემბერი
კონსტანტინე მორგოშია, ქართული მარში: „ქართული ოცნება / Georgian Dream ეთნიკურად დასახლებულ მარნეულში …. ნაძირალა აზრბაიჯანელი, გინდათ აირჩიოთ…!!! ყველაზე ცხელ წერტილში აჭარაში კი ისეთი სიტუაცია გაქვთ: არ არის გამორიცხული ვარშალომიძემ თქვენი ფალავანი პირველივე ტურში დადოს “რეშკაზე”!!!“

მედია

საქინფორმი, 3 სექტემბერი, 
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: " [მიხეილ სააკაშვილის] ბურთივით გაბერილი თავი, ახლო–ახლო ჩამჯდარი თვალები სქელი წარბების ქვეშ და სხვა, კონკრეტული ეთნოსის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ნაკვთები ასაკის მატებისას უფრო მეტად ააშკარავებს მის არაქართულ წარმოშობას"

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 4 სექტემბერი
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „აჭარა დასაცავია... თურქული ექსპანსიისგან. ეს არის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია...  აჭარაში ყველა მნიშვნელოვანი კომპანია იქნება, შენობა-ნაგებობა იქნება, მიწის ფართობი იქნება, ზღვის სანაპირო ზოლის ნაწილი იქნება, ეს ეკუთვნის თურქეთის მოქალაქეებს... ამას ქვია ბიზნესის წახალისება სუბსიდირების გზით და ხშირად თურქეთის სახელმწიფო ახალისებს, სუბსიდირებას უწევს წამგებიან ბიზნესს აჭარაში, რომ იქ დაამკვიდროს მისი წარმომადგენლები, ფეხი მოიკიდოს ბიზნესმა, რომელიც წამგებიანია, მაგრამ სუბსიდირებულია.”

 

მთავარი არხი, მთავარი, 4 სექტემბერი,
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: „მიმდინარებს აჭარაში კულტურული ექსპანსია. კულტურული ექსპანსია ნიშნავს რას, რომ დროთა განმავლობაში, აჭარის რეგიონი ესე ვთქვათ, ნელ-ნელა გადადის თურქეთის გავლენის ქვეშ. პრევენციული ზომები უნდა გავატაროთ დღეს, რომ ხვალ, ზეგ, არ მოგვიწიოს ისეთივე მოლაპარაკება თურქეთთან, როგორი მოლაპარაკებაც გვიწევს დღეს რუსეთთან და აფხაზეთთან და ასე შემდეგ“. 

 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ნამდვილი ამბები, 1 სექტემბერი
დავით ახვლედიანი, წამყვანი: „მრავალი სავაჭრო თუ ბიზნეს ობიექტი აჭარაში დღეს თურქული ბიზნესის ხელშია, გარდა ამისა რეგიონში თურქი ეროვნების მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებსაც კი ფლობენ. მეზობელი ქვეყნის ექსპანსიას გრძნობენ ადგილობრივები. აჭარაში არსებულ ვითარებასა და თურქეთიდან მომავალ საფრთხეებზე დიდი ხანია საუბრობენ პატრიოტთა ალიანსში.“

საქართველო და მსოფლიო, 9 სექტემბერი,
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: "თურქეთი საჯაროდ აცხადებს პრეტენზიას საქართველოს ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს - ერდოღანთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა გამოაქვეყნა “მომავლის თურქეთის” რუკა, რომელზეც საქართელოს ტერიტორიები თურქეთის შემადგენლობაშია გამოსახული".

ალია, 21-27 სექტემბერი
ირინე გოგოსაშვილი, ჟურნალისტი: „უჰ, აღარც კი მახსოვს, მგონი 2005 წელს დავიწყე მაგ თემაზე საგაზეთო სტატიების გამოქვეყნება და დღეს, უკვე ისეთ სიღრმეებშია შესული თურქული ექსპანსია აჭარაში, ბრმაც ხედავს და ყრუსაც ესმის... ეწყინოს ვისაც უნდა, მაგრამ მე ვერავინ მომიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ქართველს იგივე უფლებები მიანიჭა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა თურქეთის სახელმწიფომ.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ნამდვილი ამბები, 5 სექტემბერი
იასონ გელაძე, მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად: „ძველი მტერი მოყვარე არ გახდებაო, ეს არაბების ხალხური სიბრძნეა. თურქები ჩვენი დაუძინებელი მტრები იყვნენ, არიან და იქნებიან. დღეს თურქები სალოცავი გაუხდნენ უჭკუო ქართველებს. მამად გაიხადეს, მზრუნველად გაიხადეს... მაგრამ ეს დროებითია, ისინი ისევ თავიანთ გადაწყვეტილებას რომ საქართველო თურქებისა იყოს, რომ ქართვეელბი აღარ არსებობდნენ დედამიწაზე, ამის მსურველი არიან, მაგრამ ეს არ მოხდება. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში კიდევ არსებობენ ქვეყნისა და ერის, ენისა და ზნეობის, სიკეთისა და სიხარულის, ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი ქართველები.“

არმენოფობია

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 21 -27 სექტემბერი
გიორგი გიგაური, ქართული მარშის მაჟორიტარობის კანდიდატი: "მისთვის არც სამცხე-ჯავახეთია საქართველო და არც ქართული ენა - მშობლიური დედაენა! ჰოდა, ამიტომაც დააწერეს თავიანთ საარჩევნო პლაკატზე მხოლოდ სომხურად: "არსენ კარაპეტიან ევროპაკან ვრასტან"! აი, ასე გადააქცია გიგა ბოკერიამ უძველესი ქართული სამცხე-ჯავახეთი საკარაპეტიანოდ!"

მედია

ალია, 28 სექტემბერი - 4 ოქტომბერი
ირინე გოგოსაშვილი, ჟურნალისტი: „“ყველაზე სასტიკი აფხაზეთის ომში ,,ბაგრამიანის ბატალიონი იყო! სომხეთი გაეროში დღემდე არ უჭერს მხარს ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთში! დღევანდელ დღეს ჯვართამაღლებას, დაეცა სოხუმი! დღეს გამთენიისას აზერბაიჯანმა დაარტყა სომხეთს! არის მსხვერპლი, ნგრევა… შეუცნობელია გზანი უფლისანი და ჩვენ დედამიწის შვილები ამას დამთხვევას ვეძახით… გოსპოდ სპრავედლივ ჯანაააა! ეგრეა !!!“

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 სექტემბერი,
მალხაზ თოფურია, პატრიოტთა ალიანსი, მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისის რაიონში: „მე მგონია პარლამენტში უბრალო კანონი არი მისაღები რა, რომელიც მეც შემზღუდავს სხვათაშორის რაა როგორც ჰეტეროსექსუალს, აიკრძალოს საქართველოში სექსუალური ნიშნით ჩატარებული ისა, მანიფესტაციები და მიტინგები...  იყავი ბატონო მარა რად მინდა შენი მიტინგი...  არანაირი სურვილი არ მაქვს ვიღაცას ვდიო, რომ ნუ ატარებ მიტინგს, არანაირი! მირჩევნია კანონმა დაარეგულიროს, პოლიციამ დაარეგულიროს, მათი უფლებები რა თქმა უნდა დაცული უნდა იყოს, ყველანაირი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული მაგრამ, ამისთვის ეხლა იმის უფლებები რომ დაცული იყოს, იმან არ უნდა გადამირბინოს მე და თავისი უფლებები არ უნდა დამამხოს თავზე რაა“

სააგენტო პირველი, 15 სექტემბერი,
ალექსანდრე ერქვანია, დამოუკიდებელი დეპუტატი: „ქვეყანა ნარკოტიკების, აზარტული თამაშებისა და ბორდელების ბუდედ არის ქცეული. სამარცხვინოა, როცა 100 000 მოწამის ქალაქში ხელისუფლება გეი კლუბების არსებობას უშვებს, განსაკუთრებით კი ტაძრის ნანგრევებზე და შუა ქალაქში ლგბტ დროშის ფრიალს, რომელსაც პატრული იცავს. ეს უფლის, იმ წმინდანების და მთელი ერის შეურაცხყოფაა, ისევე როგორც ნატაძრალ ადგილზე და ჩვენი გმირების საფლავებზე პარლამენტის მოღვაწეობა“.

ასავალ-დასავალი, 21 -27 სექტემბერი
გიორგი გიგაური, ქართული მარშის მაჟორიტარობის კანდიდატი: „ეს საარჩევნო გაერთიანება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვეულებრივი ლგბტ კოალიციაა!... თუ მოხდა სასწაული და ნაციონალურ-რესპუბლიკური კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი, რასაც გააკეთებენ, ამ ლგბტ დროშას სრულიად საქართველოს ჩამოამხობენ თავზე, სკოლებსა და ბაღებში კი ჩვენს შვილებს აღმზრდელებად კაბიან კაცებს მიუქსევენ! ფუი, ეშმაკს!"

ასავალ-დასავალი, 21 -27 სექტემბერი
გია ყრუაშვილი, თავისუფალი საქართველო: "უკვე ძალიან ძნელი გასარჩევია, სად იწყება ნაცები და სად მთავრდება "ქოცი"... ამ უზნეო და უღირსებო ხალხის გაცოცხლებით, რომლებმაც ხელში პედერასტების დროშები დაიჭირეს და მიტინგზე იბღავლეს - "საქართველო სექსუალური უმცირესობების ქვეყანაა!"

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 21 -27 სექტემბერი
ვაჟა შუბითიძე, პროფესორი: "ჩვენი დასუსტებით ანტიქართულმა ძალებმა, ჩვენმა ისტორიულმა მტრებმა ისარგებლეს და ცდილობენ, ერს თავს მოახვიონ საეჭვო ღირებულებანი - ერთნაირსქესიანთ ქორწინება, გარყვნილი "ელგებეტე" პირების მიერ ბავშვების შვილად აყვანა,  ეგოისტური და უპასუხისმგებლო ცხოვრების წესი, აღვირახსნილობა..."

ანტიდასავლური

მედია

საქართველო და მსოფლიო, 15 სექტემბერი,
დავით მხეიძე, ავტორი"მათ გასაგონად, ვისაც არ სჯერა, რომ თანამედროვე დასავლეთიდან მხოლოდ გარყვნილება–გათახსირება ედება კულტურულ კაცობრიობას: ამას წინათ ჰოლივუდმა დაადგინა წესი, რომლის მიხედვით ოსკარის ნომინაციაზე არ დაიშვება ფილმი, რომელშიც არ იქნებიან ნაცუმცირესობა და ზანგები, ხოლო ე.წ. ლგბტ პირები 30 პროცენტით არ იქნებიან წარმოდგენილნი. თანაც, სცენარის მიხედვით, ჰომოსექსუალი დადებითი, ვაჟკაცი(?) ტიპი უნდა იყოს. ამას ჰქვია ის, რომ ლიბერასტული მსოფლიო შეიშალა… კალიფორნიაში არნახული მასშტაბის ხანძარი ღვთის რისხვაა, გაფრთხილება, რადგან მსოფლიოში ლგბტ პირების სამოთხე სწორედ კალიფორნია, ლოს–ანჯელესი და ჰოლივუდია". 

საზოგადოება

News-front, 2 სექტემბერი
ტრისტან წითელაშვილი, ექსპერტი: „ვერ ვნახე[ბელორისში] სოროსული გრანტებით ნასაზრდოები არასამთავრობოების პერფორმანსები, ვერ ვნახე ლგბტ პირების აღლუმები და თარეში!... არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები იქაც  არავინ სდევნის, რადგან არ ცდილობენ საკუთარი ცხოვრების წესის გამოფენას და აღლუმების ჩატარებას, რადგან ბელარუსმა საზოგადოებამ იცის საზოგადოებრივი წესრიგის ფასი... ჯგუფი, რომელიც გარყვნილებას ქადაგებს და ზნეობისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის ხაზის გადასმას გაიძულებს, რომელიც თავს გახვევს არეულობას, სისხლისღვრას და ქაოსს – უნდა ისჯებოდეს და ასეთ ქმედებებს, რასაც საზოგადოების უმრავლესობისთვის მხოლოდ ბოროტება მოაქვს – არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან! ჭეშმარიტად სუვერენულ ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ჯგუფები ვერ უნდა პარპაშებდნენ.

 

 

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe