|
მიმდინარე გამოცემის თემები
- NATO-ს ბრიუსელის სამიტის კომუნიკე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება
- საქართველოსა და აშშ-ის შუამავლობით, აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა
- რუსეთი “ღია ცის შეთანხმებას” ტოვებს
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
NATO-ს ბრიუსელის სამიტის კომუნიკე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება
|
|
|
|
2021 წლის 14 ივნისს, ბრიუსელმა NATO-ს სამიტს - წევრ სახელმწიფოთა ლიდერების ყოველწლიურ ყრილობას უმასპინძლა, რომელზეც ალიანსის უსაფრთხოებისა და განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. შეხვედრების შემდეგ, სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და თბილისის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებიც იყო განხილული.
კომუნიკეში NATO-ს წევრებმა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საქართველოს (ასევე, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის) ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ალიანსმა რუსეთს მოუწოდა, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; შეწყვიტოს აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაცია და საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნის მცდელობები; ასევე, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.
საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP), როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილთან ერთად - „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნული გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმას, რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურების მიხედვით“, ნათქვამია კომუნიკეში. დოკუმენტში ამასთან ხაზგასმულია, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს „საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი საგარეო ჩარევის გარეშე“. გარდა ამისა, NATO მიესალმა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას და ყველა მხარეს მისი სრული განხორციელებისკენ მოუწოდა, რადგან შეთანხმება „გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესისთვის მომზადებაში“.
იმის აღნიშვნასთან ერთად, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს NATO-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, ალიანსი მიესალმა „მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რომელიც საქართველომ განახორციელა და რომელიც ქვეყანას დაეხმარა თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდაში“. კომუნიკემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“.
|
|
|
|
საქართველოსა და აშშ-ის შუამავლობით, აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა
|
|
|
|
12 ივნისს აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე სომხეთის მიერ „აღდამის რეგიონში 97,000 ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის რუკების“ გადაცემის სანაცვლოდ გაანთავისუფლა (აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით). „ჩვენ მადლობლები ვართ საქართველოს მთვარობის და მისი ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის, აღნიშნული ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის“, ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ამასთან, „პროცესში შეტანილი წვლილისთვის“, მედიაციის კუთხით, აზერბაიჯანი განსაკუთრებით გამოყოფს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და OSCE-ის თავმჯდომარე შვედეთის როლს.
„ჩვენი ძმები თავიან ოჯახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმებისა და აშშ-დან და ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორების ძალისხმევის შედეგად დაუბრუნდნენ“, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ წინა მსგავსი ღონისძიებებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაცია სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ყოფილა.
აღნიშნული ჰუმანიტარული აქტის განხორციელებას მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პროცესში ჩართულობის გამო მადლიერება გამოხატა და ხაზი გაუსვა „მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების ხელშესაწყობად, რითაც რეგიონის მოსახლეობა დააახლოვა ისეთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან, რომელსაც ის იმსახურებს.
თავის მხრივ, პროცესში საქართველოს როლი ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც შეაფასა და განაცხადა, რომ „საქართველო საკუთარ მედიატორის ისტორიულ როლს იბრუნებს, აშშ და ევროკავშირი კავკასიაშია, ხოლო ნდობის აღდგენა ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული გზაა“.
ორივე სახელმწიფომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, 1990-იან წლებში სადავო ტერიტორია დანაღმეს. აზერბაიჯანის მთავრობის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული ნაღმების აფეთქების შედეგად 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და 18 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 110-ზე მეტი პირი დაიჭრა. ორი კვირის წინ, კალბაჯარის რაიონში ნაღმების აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის სამი მოქალაქე, მათ შორის, ორი ჟურნალისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარის ტყვეობაში სომეხი სამხედროები კიდევ იმყოფებიან.
|
|
|
|
რუსეთი “ღია ცის შეთანხმებას” ტოვებს
|
|
|
|
7 ივნისს, რუსეთის პრეზდიენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა “ღია ცის ხელშეკრულება” ოფიციალურად დატოვა. შეთანხმება შეუიარაღებელ სადაზვერვო თვითმფრინავებს უფლებას აძლევს, წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ.
რუსეთი ხელშეკრულებიდან მას შემდეგ გავიდა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წლის აპრილში მოსკოვს აცნობა, რომ ისინი შეთანხმებაში დაბრუნებას აღარ აპირებენ. შეერთებულმა შტატებმა შეთანხმების შესახებ უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 21 მაისს გამოაცხადა, რუსეთის მიერ ხელშეკრულების ”აშკარა და უწყვეტი დარღვევის” გამო, მათ შორის, ”10 კილომეტრიან დერეფანში სადამკვირვებლო ფრენების ნებართვაზე უარის თქმით” აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გასწვრივ. 2020 წლის 23 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ”რუსეთმა 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი ზომები მიიღო ათი კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში იმ მოტივით, რომ თითქოს ეს „ქვეყნები“ არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას, ხელშეკრულების აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.”
2020 წლის 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც “ღია ცის შეთანხმების” დატოვების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებების კომენტირებისას, სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ”მათ [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შემდეგ, რუსეთმა უნდა შეასრულოს ხელშეკრულების პირობები, რომლის თანახმად, სადამკვირვებლო თვითმფრინავის ფრენის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 10 კილომეტრს მეზობელი სახელმწიფოს საზღვრიდან.” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებას "ცინიკური" უწოდა და რუსეთი ამ შეთანხმების "პოლიტიკური მიზნებისთვის" გამოყენებაში დაადანაშაულა.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
საქართველოში თურქეთის ელჩის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. სოციალურ ქსელში საქართველოში თურქეთის ელჩის ფოტო გავრცელდა, რომელსაც შემდეგი ციტატა ერთვოდა თან: “ან ნამახვანჰესი აშენდება… ან ქართველ ერს დავასრულებთ.” ნამახვანჰესის მშენებლობას თურქული კომპანია “ენკა” აწარმოებს, აღნიშნულ პროექტს საქართველოში წინააღმდეგობრივი შეფასებები და მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. საქართველოში თურქეთის საელჩომ “მითების დეტექტორთან” კომენტარში დაადასტურა, რომ ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს მსგავსი გაცხადება არ გაუკეთებია. ჯგუფში “ჩვენ გვიყვარს საქართველო”, სადაც აღნიშნული გაყალბებული ციტატა პირველად გავრცელდა, 2 სხვა ფალსიფიცირებული განცხადებაც იძებნება, ერთი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ხოლო მეორე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ლიდერ ვარლამ გოლეთიანს ეხება.
|
|
|
|
კრემლისტური News Front საქართველოს სახალხო დამცველზე დეზინფორმაციას ავრცელებს. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე დეზინფორმაციული კამპანია კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფებისგან მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ლომჯარიამ არასრულწლოვნების მიმართ ძალადობრივი მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების გამო ნინოწმინდის პანსიონში შესვლა მოითხოვა. 5 ივნისს კრემლისტურმა გამოცემა News Front-მა დეზინფორმაციული მტკიცება გამოაქვეყნა, რაც ნინო ლომჯარიას პედოფილიის ქსელსა და ბავშვების ორგანოებით ვაჭრობაში ჩართულობას ეხებოდა. ფეისბუქზე სახალხო დამცველის წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი იყო ასევე სხვა გავრცელებული პოსტები, მათ შორის ლომჯარიას გაყალბებული ციტატა, რომელიც “მითების დეტექტორმა” ადრე გადაამოწმა. სტატია სრულად იხილეთ აქ.
|
|
|
|
კრემლისტური მედია ბავშვების შესახებ იუნისეფის სადისკუსიო ნაშრომით მანიპულირებს. 2 ივნისს კრემლისტურმა მედია “საქართველო და მსოფლიომ” რუსულ ტელეარხ Царьград-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ იუნისეფის დოკუმენტი, რომელიც ციფრულ სამყაროში ბავშვთა უფლებებს ეხება წერია, რომ დაუდგენელია, ვნებს თუ არა პორნოგრაფიული ფილმების ყურება ბავშვებს. მეტიც, Царьград-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ კვლევის ფარგლებში ბავშვებს სექსის სცენები აყურებინეს. “მითების დეტექტორმა” აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ იუნისეფის სადისკუსიო ნაშრომი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს პორნოგრაფიული მასალის ზიანს ბავშვებზე, ის უბრალოდ აღნიშნავს, რომ ზიანის ხასიათი და დონე განსხვავდება. იმ კვლევის მეთოდოლოგია კი, რომელიც იუნისეფის დოკუმენტშია ციტირებული, არ გულისხმობდა ბავშვებისთვის პორნოგრაფიული მასალების მიწოდებას, არამედ მათ წარსულ გამოცდილებაზე კითხვების დასმას, რათა მათი დამოკიდებულებები შეეფასებინათ და ზიანი განესაზღვრათ.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კორუფციაზე და მისი კავშირები ბიზნეს ელიტასთან საქართველოში
|
|
|
|
31 მაისს, გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ახალი პოლიტიკური პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, შეხვდა ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და უპასუხა მათ შეკითხვებს მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისტემური კორუფციის რისკებსა და ამ პროცესებში მონაწილე პირებს, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს უჩა მამაცაშვილს, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენს, ჩინურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავების მთავარ ინსპირატორსა და ინიციატორს, ვანო ჩხარტიშვილს. "ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას სუსტი ინსტიტუტები უწყობს ხელს. ეს ადამიანები, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელი ჯგუფები შეიძლება გარკვეული ზემოქმედების ძალა ინსტიტუტებზე ჰქონდეთ" - ასე უპასუხა
კითხვას გახარიამ მაშინ, როცა მისივე პრემიერ მინისტრობის პერიოდში, სრულიად უარყოფდა
სისტემური კორუფციის ფაქტების არსებობას საქართველოში. უფრო მეტიც, კითხვაზე, დაუკეტავს თუ არა მას კარები, ჩამოთვლილი ადამიანებისთვის, გახარიამ უპასუხა, რომ ყველასთვის არა, მაგრამ ზოგისთვის დაუკეტავს. გახარიას პასუხს მივყავართ ტელეკომპანია "მთავარ არხის" ექსკლუზიურ რეპორტაჟამდე, რომელიც ეთერში 20 მარტს, მისი პოლიტიკური პარტიის დაარსებიდან ორი თვით ადრე, გავიდა. მათი წყაროების მიხედვით, სწორედ ვანო ჩხარტიშვილი მუშაობდა
გიორგი გახარიასთან ახალი ფსევდო ოპოზიციური პარტიის დაარსების მიზნით. გახარიას გუნდის წევრებმა ზუსტი პასუხის გაცემას თავი აარიდეს, ხოლო თავად ჩხარტიშვილმა ამ ინფორმაციას აბსურდული უწოდა.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
4 ივნისს მედიის განვითარების ფონდმა და the Critical Mass-მა (TCM) ერთობლივ ვებინარს "შერყეული ნდობა: დეზინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და მისი გავლენა საქართველოს საზოგადოებაზე" უმასპინძლეს. ვებინარზე პანელისტებმა TCM-ის ახალი ანგარიშის მთავარი მიგნებები, რაც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროზე რუსული დეზინფორმაციის გავლენას ეხებოდა და ასევე მედიის განვითარების ფონდის ანგარიში “ინფოდემია საქართველოში 2020” წარადგინეს. სპიკერებმა კრემლის საინფორმაციო ოპერაციებზე, COVID-19-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფეისბუქის პოლიტიკასა და საქართველოს გლობალური პანდემიის პირობებში მთავრობის სტრატეგიულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს. ვებინარის ჩანაწერი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3wwHfZ6
|
|
|
|
On.ge-მ Zinc Network-ის GIIP-სთან პარტნიორობით ქართველი ულტრამემარჯვენე ლიდერის, ლევან ვასაძის შესახებ, რომელმაც ბოლო ხანებში პოლიტიკაში შესვლის შესახებ განაცხადა, ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. სტატია აღწერს ვასაძის კარიერას რუსულ ბიზნეს-სექტორში, მათ შორის კრემლთან დაკავშირებულ კომპანიებში და მის კავშირებს კრემლთან აფილირებულ ალექსანდრ დუგინთან. სტატია ასევე მიმოიხილავს ვასაძის კავშირებს ქართულ პოლიტიკურ, ბიზნეს და რელიგიურ წრეებთან, ძალადობრივ დემონსტრაციებში ჩართულობას, მის კავშირს ანტიდასავლურ პლატფორმა ალტ-ინფოსთან და პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას. სრული სტატია ხელმისაწვდომია ბმულზე.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|