MDF
# 22, 1-30 აპრილი, 2017

რასიზმი

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 აპრილი
თემურ ქორიძე, პუბილიცისტი: "ულამაზესი ოდრი ჰებერნი აფრიკის ქვეყნებში, სომალში ჩადიოდა და თავის ქათქათა მკერდზე იხუტებდა დაუბანელ, წვირიან ბავშვებს, შავკანიან ბავშვებს ხომ? რომელთაც ბუზები ესეოდათ, რატომ? ის გულწრფელი სიყვარულით, გულწრფელი ქველმოქმედი იყო და..."

თურქოფობია / ისლამოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 აპრილი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ქალაქის [ბათუმის] ცენტრში გაიარეთ, ნებისმიერ მაღაზიას ხელი დაადეთ ყველა მაღაზია თურქს ეკუთვნის, არცერთი მაღაზია არ ეკუთვნის ქართველს, აი, ნებისმიერი. აგერ უბანია, ყველამ ვიცით, ხო ცენტრში, საერთოდ ქართულ ენაზე არავინ არ ლაპარაკობს. იქ რო ხარ, გგონია თავი, რომ ხარ სადღაც ანკარაში… უნდა გავიგოთ, რომ ამით ჩვენ თურქებს კი არ ვებრძვით, მასშტაბი, თურქების აქ ყოფნის მასშტაბი იმხელაა, რომ საშიში გახდა ეს. თურქი აქ სტუმარი აღარ არი, ბატონია და ქართველი ხდება მოსამსახურე… მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თურქეთი არასდროს არ იყო საქართველოს ისტორიული მეგობარი, ის ყოველთვის ისტორიული მტერი იყო“.

ასავალ-დასავალი, 24-30 აპრილი
ვალერი კვარაცხელია, ნეიტრალური/სოციალისტური საქართველო: „თურქეთი აღარ მალავს, რომ აჭარას მთლიანად საკუთრ საზღვრებში მოიაზრებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურქეთის მხრიდან აჭარაზე და უკვე თბილისზეც დემოგრაფიული შტურმი მიმდინარეობს. თანაც უკვე იმდენად გათავხედდნენ, დიდგორის ომში მათ წინაპრებზე დავით აღმაშენებლის ძლევამოსილი გამარჯვების აღნიშვნას გვიკრძალავენ! საქართველოს-დაშლა აწიოკების ნამდვილ სურათებს ქართველი ხალხი კვლავაც იხილავს და მიხვდება, თუ ვინ იყო მისთვის ისტორიული მტერი და ვინ -ისტორიული მეგობარი.“

ასავალ-დასავალი, 3-9 აპრილი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:
„შესაძლოა, ქართველი ბაცანების ხილვა ისრაელის მიწაზე ბევრს აღიზიანებს, ისევე როგორც ბევრ ქართველს უკლავს გულს გათურქებული აჭარისა და დავით აღმაშანებლის გამზირის ხილვა თურქების მიერ ათასგზის გადამწვარ თბილისში...“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 აპრილი
ნინო რატიშვლი, წამყვანი:
„მე არ ვარ მოწინააღმდეგე ამ სკოლების [შაჰინის თურქული სკოლა] დახურვის... მაგრამ მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ შენ, რომ ამას აკეთებ, იმიტომ რომ თურქეთის ელჩმა გითხრა და დირექტივა მიიღე, მე ამის წინააღმდეგი ვარ, თორემ სკოლის დახურვის წინააღმდეგი არ ვარ!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 აპრილი
ნინო რატიშვილი, წამყვანი:
"დამირეკეს და მითხრეს, რომ  ბათუმის ბულვარში, ესეთი წვეროსნები ალაჰ აკბარს ყვირიან, მე კი არ მეშინია ახლა, იცით, ხო რომ არ მეშინია, მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვარ... დღეს თუ ამას ბედავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ სერიოზული პრობლემა აქვს ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს."

ალია, 24-30 აპრილი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება:
"იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვქონდეს მათ [თურქეთის]  მიმართ პრეტენზიები, აქეთ გვედავებიან. კერძოდ, განუკითხავად აშენებენ მეჩეთებს საქართველოში ისე, რომ არავინ იცის, რამდენად კანონიერად, რატომ, რისთვის? რამდენი მუსლიმანი არაბი შევარდება ქართულ ეკლესიაში, "ალაჰ აკბარს დაიყვირებს", იქაურობას დაანგრევს, შეიგინება და წაბილწავს, შემდეგ კი სახელმწიფო ასი ლარით აჯარიმებს, ეს სწორია?! ქართველი მღვდელი კიდევ ანაფორით ვერ შედის თურქეთის ტერიტორიაზე. ალბათ, გახსოვთ მღვდელმსახური, რომელიც ანაფორით გადავიდა თურქეთის საზღვარზე, უგზო-უკვლოდ გაქრა და როგორც შემდგომ გაირკვა, ის  სწორედ იმ ანაფორის გამო მოკლეს.

საქართველო და მსოფლიო, 26 აპრილი
გიორგი რაზმაძე სასულიერო პირი:
„თავის დროზე, თინა ხიდაშელმა სამხედრო ნაწილებში, სადაც იყო, ეკლესიები გააუქმა. სამაგიეროდ ბრძანა მეჩეთის აშენება და თუ დაინტერესდებით, ამ ბრძანებულების ნომერიც შეიძლება მოიძიოთ. აი, ასეთი მოღალატე ხალხი გვიზის სათავეში და ამის შემდეგ რატომ გვიკვირს, რომ თურქეთის ელჩი დიდგორის დღის უქმად გამოცხადებას უკრძალავს პარლამენტს. ცოტა ხანში გამოვლენ და გვეტყვიან, რომ არც აღდგომა უნდა ვიზეიმოთ, რაგდან მუსულმანების შეურაცხყოფაა...“.

საქართველო და მსოფლიო, 28 აპრილი
დავითი ქვლივიძე სასულიერო პირი:
"სულ რაღაც ასიოდე წლის წინათ, თურქებმა საზღვარი ოზურგეთამდე გადმოწიეს, ახლაც ანალოგიური რამ მეორდება. არადა, დღეს ვიღაც გაიძახის, თურქები ჩვენი ისტორიული მეგობრები და მოკავშირეები არიანო. ჩვენი სისხლით იკვებებოდნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელ მეგობრობაზე საუბრობენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამარცხვინო ლაპარაკი?!"

ასავალ-დასავალი, 10-16 აპრილი
ვლადიმერ ხომერიკი, რუს და ქართველ ხალხთ ერთობის ფონდი:
„აღმაშენებლის გამზირზე იმ თურქების ბიზნესი იფურჩქნება, რომელთა წინაპრებ - როგორც საქრთველოს დამპყრობლები - დავით მეფემ დაამარცხა და ქვეყნიდან გაყარა.“

ალია, 24-30 აპრილი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება:
"თურქეთმა შეურაწყო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი... თურქებს სურთ საქართველომ არ იდღესასწაულოს ის დიდი გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპივა დღევანდელი თურქების ისტორიულ წინაპრებზე. ეს არის მორიგი არამეგობრული ნაბიჯი თურქეთის ხელისუფლებიდან. ეს არის ჩვენი ისტორიის, დიდი წინაპრების, წმინდა დავით აღმაშენებლის შეურაწყოფა. საინტერესოა კიდევ სადამდე მივა თურქეთის ხელისუფლების თავხედობა. იქნებ დავით აღმაშენებლის ძეგლების დანგრევა, გელათის ეკლესიის დანგრევა და დავითის საფლავის განადგურებაც მოგვთხოვონ."

ალია, 24-30 აპრილი
ვასილ პაპავა, ექსპერტი:
"აჭარაში რომ მოითხოვოს რამე რეფერენდუმის ჩატარება მის თურქეთთან მიერთებაზე, მერე სად მიდიხარ? უარს ვეტყვით? ეს ხომ დემოკრატიული უფლებაა, ჯარით ხომ არ შემოდის? ჩაატარე, მაგრამ მანამდე თურქებს ხომ აქვთ იქ მუშაობა გაწეული, მოსახლეობის სათავისოდ გადასაბირებლად?"

ქსენოფობია

კვირის პალიტრა, 24-30 აპრილი
ოთარ დანელია, ქართული ოცნება:
„მე და ჩემი გუნდის აზრით, ვინც ამ თემაზე ვმუშაობთ, უცხოელებზე მიწები არ უნდა გასხვისდეს. თუ განსაკუთრებული პროექტია, თუ ეს ახალ ტექნოლოგიებს ითვალისწინებს, თუ ძალიან დიდ ინვესტიციაზეა საუბარი და მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში და მხოლოდ გამონაკლისის სახით ვფიქრობთ, შესაძლებელია განხილულ იქნეს გრძელვადიანი იჯარა და არა პრივატიზება... მიწა ეკონომიკური აქტივია, ოღონდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს აქტივი ათვისებულ იქნეს ადგილობრივი შესაძლებლობებითა და რესურსით."

მარშალპრესი, 18 აპრილი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა:
"საქართველოში სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პაკეტების განხორციელების საბაბით, ხორციელდება უცხოტომელების დიდი გადმოსახლება ბინადრობის მოპოვების მიზნით. განსაკუთრებით არაბეთის ქვეყნებიდან შემოდიან. არაბეთიდან დაფრინავს რეისი შარჟა-თბილისი. ძირითადად ამ რეისს მოჰყვებიან ბინადრობის მაძიებელი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აქ დასახლებას".

წყარო: ახალი თაობა

 

ასავალ-დასავალი, 24-30 აპრილი
კახა კუკავა, თვისუფალი საქართველო:
„ვერავითარი ინვესტიციები და დასაქმების დაპირებები ვერ გაამართლებს იმას, რომ ქართველ გლეხს მიწას გაუყიდი და უცხოტომელთა მონად გადააქცევ! ჩვენ, ქართველებს დემოგრაფიულ კატასტროფას აღრაფერი გვიკლია, ეს „ოცნება“ კი, აქ უცხოტომელთ მასობრივი შემოსვლისთვის ამზადებს ნიადაგს! 1992 წლის 6 იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში მიმდინარეობს ქრთველი ერის მიზან-მიმართული დამონებისა და დეგრადირების პროცესი!“

საქინფორმი, 3 აპრილი,
არნო ხიდირბეგიშვილი, მთვარი რედაქტორი:
"იმ დროს კი, როცა ვიზალიბერალიზებული ქართველები იძულებით ტოვებენ საქართველოს, მას აქტიურად ითვისებენ არაბები, თურქები, ინდოელები და ჩინელები…" 

კვირის პალიტრა, 10-16 აპრილი
ეთერ ერაძე ჟურნალისტი:
„ბოლო წლებში დამკვიდრებული ტენდენცია - უცხოელების მიერ ქართული მიწების ყიდვა და დამუშავება - წნორში ყველაზე მეტად იგრძნობა. წლობით მიტოვებული მიწები და სახლები ინდოელებმა დიდი ხალისით შეიძინეს და ფეხიც მოიკიდეს. ამ სიტუაციის შემყურე ადამიანს შეიძლება უიმედობის  განცდაც გაუჩნდეს, რომ ქართველმა კაცმა სამუდამოდ აიღო ხელი საკუთარი მიწის მოვლაზე“.

საქართველო და მსოფლიო, 28 აპრილი
ნიაზ დიასამიძე, აჭარის მამულიშვილთა კავშირი:
"იყიდება ჩვენი მიწები, მოქალაქეობას იოლად ანიჭებენ უცხოელებს. მე შევხვდი ნიგერიელ სტუდენტებს, რომლებმაც ქართული ერთი სიტყვაც არ იციან და საქართველოს მოქალაქეობა აქვთ. ამაზე მეტი უთავმოყვარეობა გაგონილა?! მე რომ ახლა რომელიმე ქვეყანაში ჩავიდე, ასე ადვილად მომცემენ მოქალაქეობას?"

ალია, 24-30 აპრილი
გელა ფარჩუკიძე, დირიჟორი:
"მ. დელისთან, - 87 (ლურჯ_ ავტობუსში ავედი ანთებულ-გაღიმებული და ის იყო მოვემზადე - ხმამაღლა მიმელოცა აღდგომა უფლისა რომ... ღიმილიც და სიტყვაც სახეზე (ბაგეზე) შემეყინა... ალბათ 15-20 მგზავრი იქნებოდა... მხოლოდ ინდუსები, არაბები და კიდევ 2-3 ვიღაც სხვა… მე მეგონა რომ მარტო აღმაშენებლის პროსპექტი იყო საზღვარგარეთი... “

რეზონანსი, 28 აპრილი
დავით ზარდიაშვილი, ექსპერტი:
" "როგორ უნდა გასხვისდეს მიწა უცხოელზე, როდესაც ქართულ სოფლებს თავისთვის გამოსაყენებელი მიწა საკმარისი არ აქვთ." 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 აპრილი
მაყურებელი:
"რაც შეეხება მიწას, ბატონო დიმიტრი [ლორთქიფანიძე] იჯარითაც გაიყიდა სასოფლო-სამეურნეო. პირდაპირ სინგაპურიზაცია მიდის იმიტო, რო გლეხს ფული არა აქვს თავისი დაამუშაოს, იჯარაზე გადასცემს სხვას, გაყიდის უცხოელზე, უცხოელები დაეპატრონებიან ნაკვეთებს და ისინი ან, არ ვიცი სად წავლენ უცხოეთში თუ თბილისში ჩამოვლენ ყველანი".

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ასავალ-დასავალი, 10-16 აპრილი
თემურ შაშიაშვილი, თეთრი მოძრაობა:
„ეს ცნობა [საქართველოს საზღვარი 28 ათასმა იეღოველმა გადმოკვეთა] გაავრცელა ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთი მიქაძემ! დიახ, რუსი იეღოველები საქართველოს მოეძალნენ მას შემდეგ, რაც პუტინმა იეღოვას სექტა რუსეთში აკრძალა. 12 მილიონი იეღოველი ცხოვრობს რუსეთში და, თურმე, ეს ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რადგან „ექსპერტების“ შეფასებით, საქართვეო ამ ხალხისთვის მიმზიდველია და მათთვის ინფრასქრუქტურა უნდა მოვაწყოთ!“

საქართველო და მსოფლიო, 12 აპრილი
დავით მხეიძე, ავტორი:
"როდესაც იეღოველები სახლში შემოგეჭრებიან და სატანისტურ მოძღვრებას გიქადაგებენ, ერთი-ორი რომ გაუსილაქო, რელიგიური შეუწყნარებლობა იქნება? "

მარშალპრესი, 14 აპრილი
რედაქცია:
"ეს გახლავთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ე.წ. იეჰოვას მოწმეებთა მოქმედება ოფიციალურად არის აკრძალული. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესი ნაწილი ითხოვს, რომ ამ ქვეყნების მსგავსად, ჩვენს ქვეყანაშიც ოფიციალურად აიკრძალოს მათი საქმიანობა. თუმცა შეუერთდბეა თუ არა საქართველო აღნიშნულ ჩამონათვალს ჯერჯერობით უცნობია".

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 აპრილი
ნინო რატიშვილი, წამყვანი:
"ქრისტიანული სექტები მეც მაღიზიანებს და კარგით არ ვახსენოთ".

მარშალპრესი, 30 აპრილი,  იმედი, იმედის კვირა, 30 აპრილი
გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
"სახეზე გვაქვს რაღაც მართლმადიდებლურ-პროტესტანტული ახალი რელიგიური სექტა, [გირჩის მიერ ჩამოყალიბებული რელიგიური ორგანიზაცია], რომელიც აზიანებს ამ ადამიანების სულებს. მათ ეს არც იციან, რასაც აკეთებენ”.

საქართველო და მსოფლიო, 4 აპრილი
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:
"ჩვენ სხვა პრიორიტეტები უფრო გვიჭირს, ვიდრე იაღოველთა  საქმიანობის აკრძალვაა, შედარებისთვის  ისლამი უფრო საშიშია".

ჰომოფობია

ასავალ-დასავალი, 3-9 აპრილი
ვაჟა ოთრაშვილი, პატრიოტთ ალიანსი:
„მივმართვ ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიმღებებს: არ გამოილიოს თქვენს ოჯახებში ქალის ქალზე და კაცის კაცზე ქორწინება!“

ასავალ-დასავალი, 17-23 აპრილი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა:
„ვისურვებდი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახლა მაინც აღმოჩნდს ვინმე, ვინც ხმას ამოიღებს და საჯაროდ იტყვის, რომ ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონება არის უზნეობის აქტი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლებსა და იმ მორალს ეწინააღმდეგება, რომლითც ნასაზრდოები უნდა იყოს კონსტიტუციაც და ყველანაირი კანონიც.“

მარშალპრესი, 19 აპრილი

ქართული ოცნების წარმომადგენლის კომენტარი მედიის განვითარების ფონდის კვლევაზე “ანტიდასავლური პროპაგანდა 2016”.

ნუკრი ქანთარია, ქართული ოცნება: "არასდროს დამიმალავს, რომ ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის და ამ ქვეყნის შვილისთვის, მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხი ჟუნალისტის კითხვაზე: „არის ქვეყნები, სადაც გადაღებულია კლიპები – საბავშვო ბაღში შემოდის მასწავლებელი და ამბობს, აბა, ვის ჰყავს ორი მამა? და უკრავენ ტაშს. შემდეგ გამოდის ისევ და კითხულობს, აბა, ვის ჰყავს ორი დედა? და ისევ უკრავენ ტაშს. მე არ მგონია, რომ, აი, ის ბავშვები გაიზრდებიან ჯანსაღი და სრულყოფილი ფსიქიკის. ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი, გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯიშს და ჩვენს მომავალს – რაიმე ფორმით არის ანტიდასალური განცხადება და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს".

ალია, 17-23 აპრილი
გეგა ხვედელიძე, ქართული იდეა:
 "არსებობს არაერთი ფაქტი და მაგალითი, რასაც ქართველ ხალხს უმალავენ და არ ეუბნებიან. მაგალითად, ჰომოსექსუალების უდიდესი უმრავლესობა არის პედოფილიისკენ მიდრეკილი და ეს მათში ბუნებრივად დევს. ამავდროულად ექიმებიც ადასტურებენ, რომ არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობა ამცირებს ადამიანის სიცოცხლის წლებს. სულიერად ხომ მომაკვდინებელია ამგვარი ურთიერთობები და ფიზიოლოგიურადაც მომაკვდინებელია... ხალხი აუცილებლად წინ აუდგება ყველანაირ გარყვნილებას და მის დაკანონებას."

კავკასია, ბარიერი, 11 აპრილი
რამაზ გაგნიძე, ქართული მისია:
"თქვენ ბედნიერებას ეძახით ქალი ქალთან რომ წევს და კაცი კაცთან? გეკითხებით. მამათმავლობას თქვენ ბედნიერებას ეძახით? "

საქართველო და მსოფლიო, 6 აპრილი
ჯენი ბურჯანაძე, ავტორი:
"რა გაგვამრავლებს მაშინ, როცა ქართველი მანდილოსნების დიდი ნაწილი ფსიქიკურადაა დაავადებული, ხოლო ახალგაზრდობის გარკვეული რაოდენობა კი არატრადიციული სექსითაა დაკავებული, რაც, სხვა თუ არაფერი, უძიმესი სენი და დიდი ცოდვაა“.

ასავალ-დასავალი, 3-9 აპრილი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:
„ზვიად გამსახურდია ბედნიერია, რადგან დღევანდელ გაუბედურებულ და ლგბტ აქტივისტების სათარეშოდ ქცეულ საქართველოს ვერ მოესწრო!“

ასავალ-დასავალი, 10-16 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:
„დიახ, ქართველმა პატრიოტებმა არ დაუშვეს, რომ ჩვენთვის წმინდა დღეს - 31 მარტს - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული რეფერენდუმის 26-ე წლისთავზე, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში „კოლგოტკიანი კაცების“ ამაზრზენი პრანჭვაგრეხა გამართულიყო!“

საქართველო და მსოფლიო, 3 აპრილი
გიორგი რაზმაძე, დეკანოზი
: "იმ ადგილიდან სულ რაღაც 100 მეტრში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული გმირების მემორიალია და მარადიული ცეცხლი ანთია. იქვე ორ ნაბიჯში მამათმავლების სკვერს რომ ხსნიან, რა ქვია ამას?!... რაც შეეხება უშუალოდ თბილისის მერიას, რომლის უნებართვოდაც ალბათ შეუძლებელია სადმე და მით უმეტეს ქალაქის ცენტრში ვინმემ რამე დარგოს, მაგათმა თავიანთ სახლებში გახსნან სოდომისტების სკვერი და თავიანთ ცოლ-შვილს აყურებინონ ეს გარყვნილება…"

ასავალ-დასავალი, 10-16 აპრილი
გიორგი რაზმაძე, დეკანოზი:
„თავიანთ სახლებთან გახსნან სოდომისტების სკვერი და თავიანთ ცოლ-შვილს აყურებინონ ეს გარყვნილება. ნურავის ექნება მოლოდინი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოში პოლიტიკური ვითრება შეიცვლება. ეს არ მოხდება იმიტომ, რომ ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მემკვიდრეები. ამიტომ დათანხმდნენ დასავლელი ცისფერი კომისრებიც მათ მოსვლას ხელისუფლებაში, თორემ, ესენი რეალური ოპოზიცია რომ ყოფილიყვნენ, ჩანასახშივე გაანადგურებდნენ.“
წყარო „საქართველო დამსოფლიო“

კავკასია, ბარიერი, 3 აპრილი
ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI:
“საზოგადოებას აქვს სრული უფლება, შეფასება მისცეს აი იმ უზნეობას და ავადმყოფობას [ჰომოსექსუალობას], თავის შეფასება მისცეს და ყველაფერს დაარქვას თავის სახელი...“

მარშალპრესი, 4 აპრილი
თორნიკე თუთბერიძე, ახალგაზრდული ორგანიზაცია  ზნეობა
: "თუ განვიხილავთ იმას, თუ ვინ ძალადობს დღეს, პირველ რიგში ზუსტად ე.წ. ლგბტ-ს წარმომადგენლები არიან პირველი მოძალადეები და მათი მხარდამჭერი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ძალადობენ ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, რომელიც შესისხლხორცებული და გაიგივებულია სარწმუნოებასთან. თავიანთი აქციებითა და პროპაგანდით ძალადობენ არასრულწლოვანთა გონებაზე".

კავკასია, ბარიერი, 11 აპრილი
რამაზ გაგნიძე, ქართული მისია:
"ტრადიციული ქვეყნის შვილები ვართ და ისა ვართ ხო? ჩემთვის  მიღებული არის არამართლმამამათმავლური კანონი, ჩემთვის მიღებული არის. .. მე წინააღმდეგი ვარ ელგებეტეს წარმომადგენლებს პირდაპირ ვიღაცა ერჩოდეს, ვიღაცა სახლში უვარდებოდეს... მაგრამ რაც ლაპარაკია, რომ მამათმავლური სვლები, კონკრეტულად ვიღაცის მხრიდან .. კონკრეტულად ელგებეტეს მხრიდან ვთქვათ პროპაგანდა, რეკლამა, პარადების მოწყობა, მაგის წინააღმდეგი ვარ, თორემ  ..."

ასავალ-დასავალი, 10-16 აპრილი
მედეა ჩხაიძე, აკადემიკოსი:
„მშობელი რაც უფრო ადრეულ ასაკში დაადგენს შვილის გენეტიკურ სქესს, მით უფრო ადვილი იქნება ჰორმონალური და ფსიქოლოგიური მკურნალობის შედეგად ბავშვის კალაპოტში მოქცევა და სქესის შესაბამის, სრულყოფილ ინდივიდად მისი ჩამოყალიბება. ოღონდ ეს შეეხება ნორმალური გენოტიპის მქონე იმ ინდივიდებს, რომლებიც რიგი მიზეზების გამო მათი გენეტიკური სქესისთვის შეუსაბამოდ იქცევიან… სტატისტიკურად დადგენილია, რომ მათ შორის, ვინც საპირისპირო სქესის ნიშნებს ავლენს, 80% გენეტიკურად ჯანმრთელია. თუ ჯანმრთელი ადამიანი ასე იქცევა, უკვე მიმბაძველობისა და ამორალური სოციუმის გავლენის შედეგად უნდა მივიჩნიოთ. მათ მერკანტილობისა და ბოჰემისადმი ლტოლვის გამო აქციეს ზურგი საკუთრ გენეტიკურ სქესს, რადგან, სამწუხაროდ ეს ტენდენცია დასავლეთიდან არის წაქეზებული და უხვად ფინანსდება.

ანტიდასავლური განწყობები/რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ასავალ-დასავალი, 3-9 აპრილი
ვალერი კვარაცხელია, ნეიტრალური/სოციალისტური საქართველო:
„მათ [ამერიკა] ყაყანს მტკიცე პასუხი გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა. უფრო ადრე კი გამოწვევას ზოგადად უპასუხა პრეზიდენტმა პუტინმა, როდესაც ე.წ. არასამთვრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური სექტების ქვეყნის გარედან დაფინანსება აკრძალა! ამ გზით რუსეთმა შეაჩერა უცხოეთიდან რეზიდენტული ჯგუფების მატერიალური უზრუნველყოფის მზაკვრული მექანიზმი! დააკვირდით, რა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით საქართველოში - რამხელა დაფინანსება შემოსდიოდათ დასავლეთიდან იეღოველებს და მსგავს სექტებს, მათთან ერთად კი ცრუფასეულობების პროპაგანდისტ არასამთვრობოებს.“

ანტიდასავლური განწყობები

ასავალ-დასავალი, 10-16 აპრილი
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები:
„ეროვნულ ნიადაგზე მდგარმა პატრიოტულმა ძალებმა აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყველა ე.წ. არასამთვრობო ორგანიზაციას, რომელიც გარყვნილების პროპაგანდითა და ე.წ. სექსუალური უმცირესობების დაცვით არის დაკავებული, საქართველოში საქმიანობა აეკრძალოს! დიახ, ყველა ეს ორგანიზაცია, რომლიც უცხოეთიდან ფინანსდება და გრანტებს იღებს იმაში, რომ მამათმავლობის პროპაგანდა გასწიოს, უზნეობასა და გარყვნილებას დაუჭიროს მხარი, ქართული რეალობიდან უნდა ამოიძირკვოს. ეს აუცილებელია, რათა ჩვენი ერი ზნეობრივად და მორალურად გადარჩეს... მთვარი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მამათმავლურ ჯგუფებს დიდი ფული და უცხოეთის პოლიტიკური მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 აპრილი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა:
„შემდეგ წამოვიდა, უკვე აგრესიული გენდერიზაციის პოლიტიკა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო პროგრამებით გათვალისწინებული იქნა ის მითითებები, რომელსაც იგივე დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენცია, ევროპული ქარტია, უფრო სწორდ, სხვადასხვა ევროპული კონვენციები რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხში კულტივირებდნენ და რომელიც პირდაპირი დირექტივია, თითქოს და სარეკომენდაციო ხასიათის, მაგრამ პირდაპირი დირექტივია, რომ ე.ი. მესამე სქესის, სოციალური სქესის აღქმადობა ბავშვებში იყვეს, უკვე დაშვებული და მამათმავლობის მიმღებლობის, ასე ვთქვათ პირდაპირი დირექტივები ჩნდება სახელმძღვანელო დოკუმენტებში...

საქართველო და მსოფლიო, 10 აპრილი
გია კორკოტაშვილი, ჩვენი სამშობლო:
"ისინი [არასამთავრობოები] ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას, ანუ ჯამაგირს გარედან, რომ ქართულ ეროვნულ ღირებულებებს, ფასეულობებს და ზოგადად კულტურას ძირი გამოუთხარონ. ამაში იხარჯება კოლოსალური თანხები და ადამიანებს არწმუნებენ, რომ გარყვნილება, ვთქვათ, ერთსქესიანთა ქორწინება, პროგრესის ნიშანია, რომ ამის გარეშე სახელმწიფო ვერ განვითარდება და ა.შ. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ეს. თვითონ თუ ჭირდებათ, წაიყვანონ თავიანთ ქვეყნებში ეს ხალხი და იქ ატარებინონ პარადები".

ასავალ-დასავალი, 10-16 აპრილი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:
„ამერიკიდან შემოსული უზარმაზარი ფულით და დემოკრატიის სახელით არა მართლმადიდებელმა, არამედ ფულმადიდებელმა ვაი-ქართველებმა ურცხვად დაიწყეს იეღოველთა სექტის ლობირება; ხოლო იეღოველებისა და ათასი ჯურის სექტანტების ხელფასიან თუ უხელფასო ადვოკატებს მალე მამათმავლების, ტრანსექსუალების, ბისექსუალების, ექსიბიციონისტებისა და ლესბოსელების აქტივისტებმა აუბეს მხარი და მივიღეთ დღევანდელი საქართველო - საბილწეთი, რომელიც მოყვარეს გულს უკლავს, ხოლო მტრის გულს ახარებს!"

საქართველო და მსოფლიო, 27 აპრილი
გივი სომხიშვილი, ავტორი:
“გამოჩნდნენ კიდეც ეუთო-სა და გაეროში ლტოლვილების საქართველოში ჩასახლების მქადაგებლები, იმ ქვეყანაში, რომელსაც თავისი ლტოლვილებისთვის ვერ მოუვლია. ამას ვერ გაუბედავდნენ აზერბაიჯანს, ვერც სომხეთს, რადგან მათ პარლამენტს გასაოცარი ერთსულოვნებით არ მიუღია ლგბტ-კანონები. ევროკავშირიდან გარყვნილების, სექსუალური აღვირახსნილობისა და ერთნაირსქესიანთა სიბინძურის ხსენებაც კი ვერ ბედავს მათთან ცხვირის შეყოფას, საქართველო რომ ზნედაცემულობის ნავსაყუდელი ჰგონიათ".

გენდერი

პრაიმ ტაიმი, 24 აპრილი
ბორის ბედია, მომღერალი:
"ძალიან რთულია, კარგად დაშორდე ქალს საქართველოში. ქალმა როგორ უნდა დაიწყევლო, არ მესმის, უკანასკნელი სოფლის დედაკაცებივით იწყევლებიან...თუ შემიყვარდა, განათხოვარსაც მოვიყვან. მთავარია, იმ ადამიანმა ჩემი სიყვარული შეძლოს. შეიძლება ქალიშვილი მოიყვანო, მაგრამ ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციოს. ისე მოიქცეს, რომ ქალი შეგაძულოს. გარეგნობით კარგი უნდა იყოს, რაა, სახლში მოსვლა უნდა გიხაროდეს კაცს, მასთან ერთად სიარული უნდა გეამაყებოდეს, სიმღერის მიძღვნა არ გერიდებოდეს".

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube