25 აგვისტო - 10 სექტემბერი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
თბილისმა ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებისთვის პირობა ვერ დააკმაყოფილა
|
|
|
|
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საგარეო ვალის შემცირებისა და პოლიტიკური ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანა თავს შეიკავებს ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის აღებისგან, რაც სასამართლო რეფორმის წარმატებით განხორციელებასა და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულებაზე იყო დამოკიდებული. „ქართული ოცნების“ მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა და ბიუჯეტში, პროგნოზირებულთან შედარებით, დამატებით დაახლოებით „მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა”, რამაც ქვეყანას დამატებითი სესხის აღებისგან თავი შეკავების საშუალებას მისცა. თუმცა, საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯს, ევროკავშირი მალევე გამოეხმაურა. ევროკავშირის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის პატივს სცემს თბილისის გადაწყვეტილებას, აღნიშნავს, რომ „საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი”.
გასული წლის ნოემბერში საქართველომ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევროს სესხის პაკეტის პირველი ტრანში მიიღო. აღნიშნული მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქვეყანას COVID-19 პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში. თუმცა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნების შესახებ როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მკაცრი კრიტიკის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირი მეორე ტრანშს დაბლოკავდა, რამაც საქართველოს მთავრობას აიძულა, სახის შენარჩუნების მიზნით, პირველი ნაბიჯი თავად გადაედგა და სესხის აღებაზე უარი ეთქვა.
აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მოვლენების შეფასებისას განაცხადა: "ცოტა გაკვირვებულები ვიყავით საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის, სიღარიბის დონისა და რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავლენის მიუხედავად”. ელჩის თქმით, ვაშინგტონი მომავალში გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების "განცხადებას, რომ მათ არ სჭირდებათ" 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) ევროპარლამენტარებმა, ვიოლა ფონ კრამონმა და ანდრიუს კუბილიუსმა მკაცრად გააკრიტიკეს. ევროპარლამენტარ კრამონის განცხადებით: ”არ შეგიძლიათ უარი თქვათ იმაზე, რასაც ისედაც ვერ მიიღებდით”. აღნიშნულმა, როგორც ჩანს, გააღიზიანა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ხაზგასმით განაცხადა, რომ EPP-ის წევრები ტრადიციულად სოლიდარულნი არიან “ქართული ოცნების” მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” (ენმ) მიმართ, რადგან EPP ენმ-ის "მშობელი” პარტიაა. ევროპარლამენტარების მიერ “ქართული ოცნების” მთავრობის კრიტიკაზე საუბრისას, ღარიბაშვილმა ისიც კი თქვა, რომ „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი. ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი”.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულმა ოპოზიციამ შეაფასა როგორც საგანგაშო. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მომავალი არჩევნები განსაზღვრავს გარდაიქმნება თუ არა საქართველო ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ, თუ ქვეყანა გააგრძელებს შემდგომ სტაგნაციას და ევროკავშირის ინტეგრაციის გზიდან გადახვევას.
|
|
|
|
ლავროვის კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით
|
|
|
|
მაშინ როდესაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა ბოლო წლების ყველაზე დაბალ ნიშნულზეა (იხილეთ გამოცემის პირველი საკითხი), მოსკოვი თავის შანსებს იყენებს, რომ საქართველოს “მეგობრობის ხელი” გაუწოდოს.
მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, МГИМО-ს სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა. კითხვა-პასუხის სესიის დროს, ერთ-ერთმა სტუდენტმა ლავროვს ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მას რაიმე ინიციატივა საქართველოსა და სომხეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს ნაწილზე საუბრისას, ლავროვმა ერთმნიშვნელოვნად თბილისი დაადანაშაულა მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭებაში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, როდესაც საქართველომ უვიზო რეჟიმი შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის, მოსკოვიც აპირებდა შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას. “2019 წელს ჩვენ ასევე გვსურდა გამოგვეცხადებინა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი, როდესაც რუსეთის საპარლამენტო დელეგაციას მოუწყვეს წარმოუდგენელი პროვოკაცია თბილისში [იგულისხმება 20 ივნისის მოვლენები]”. საინტერესოა, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი (90 დღემდე) 2012 წელს შემოიღო და შესაბამისად რუსეთს მთელი 7 წელი ჰქონდა “საპასუხო ნაბიჯების” გადასადგმელად, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კრემლი ამის გაკეთებას მაინცდამაინც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების პერიოდში გეგმავდა...
ლავროვმა მისი პასუხი საქართველოზე შემდეგი სიტყვებით დაასრულა “თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის ‘კარტის გათამაშება’ მხოლოდ დასავლეთის პატრონაჟის შესანარჩუნებლად და ამის ნაცვლად გადაწყვეტს, რომ ჩვენთან, როგორც მეზობელთან, კარგი ურთიერთობები დაამყაროს, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ”.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
აფხაზეთში განთავსებული რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზა მნიშვნელოვნად განახლებულ შეიარაღებას მიიღებს
|
|
|
|
გამოცემა “იზვესტია”-ს მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ გუდაუთის რაიონში არსებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზის არსენალი მნიშვნელოვნად განახლდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, რომ გუდაუთადან მისი სამხედრო ბაზა გაიყვანოს და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით მას არ ასრულებს. ბაზის ახალი შეიარაღებით გაძლიერება საერთაშორისო სამართლის მორიგ დარღვევას წარმოადგენს. ახალი ტექნიკა და შეიარაღება მოსალოდნელია, რომ უკვე შემდეგ წელს ჩავა ბაზაზე. კერძოდ, გუდაუთის ბაზა მიიღებს გაუმჯობესებულ БМП-3-ებს დამატებითი დაცვით (რაც მნიშვნელოვნად უკეთ დაცული და შეიარაღებულია, ვიდრე ამჟამად გამოყენებული БТР-82А), თანამედროვე დრონებს და მოტომსროლელი ბრიგადები უახლესი Ак-12 ტიპის ავტომატური იარაღებით აღიჭურვებიან.
|
|
|
|
ბჟანია რუსეთის დელეგაციას შეხვდა
|
|
|
|
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა, და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ევგენი გრაბჩაკმა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან, სოხუმში შეხვედრა გამართეს. ბჟანიამ ხაზი გაუსვა რუსული ინვესტიციების მნიშვნელობას სოციო-ეკონომიკური განვითარების საერთო სივრცის შესაქმნელად, რომელიც გათვალისწინებულია 2014 წლის რუსეთ-აფხაზეთის “ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებით” - ის ფართოდაა აღიარებული, როგორც აფხაზეთის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ ისინი “რუსეთის მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გარეშე ფონს ვერ” გავლენ.
ბჟანიამ ასევე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში არსებულ მწვავე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და რუსულ დელეგაციას რუსეთისგან ვაქცინა Sputnik V-ის მიღებაში დახმარება სთხოვა - მოსკოვმა სოხუმს Sputnik V-ის მხოლოდ მცირე რაოდენობის დოზები მიაწოდა და მას შემდეგ რუსეთი აფხაზეთისთვის დამატებითი დოზების დონაციასა და გაყიდვაზე უარს აცხადებს.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
საარჩევნო დეზინფორმაცია
4 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას ფოტო ცხრა საარჩევნო დაპირებასთან ერთად ფეისბუქზე გამოქვეყნდა. სიის მიხედვით, გახარიას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც მოიცავს ბენზინისა და პურის ფასების მკვეთრ შემცირებას, პენსიის 500 ლარამდე გაზრდას, დენის, წყლისა და გაზის ფასების სუბსიდირებას და სხვა. დაპირებების სია გაყალბებულია და სოციალურ ქსელში 2019 წლიდან ვრცელდება. გახარიას მსგავსი დაპირებები არც მისი პრემიერ-მინისტრობის და არც ოპოზიციაში ყოფნის დროს არ გაუკეთებია.
|
|
|
|
31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ფეისბუქ ანგარიშებმა “პოლიტიკური სატირა” და “საქართველოს მხსნელი” ახალი პოლიტიკური პარტიის “მესამე ძალა” წევრების, გიორგი და გრიგოლ ვაშაძეების ყალბი ციტატა გამოაქვეყნეს. ციტატის მიხედვით, “მესამე ძალის” წევრები სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას ქვეყნის მთავარ გამოწვევად განიხილავენ. ფეისბუქ ანგარიშები “პოლიტიკური სატირა” და “საქართველოს მხსნელი” ერთი მხრივ, პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერ პოსტებს ავრცელებენ, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა ოპოზიციური პარტიებისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას ცდილობენ.
|
|
|
|
ავღანელი ლტოლვილების საქართველოში დასახლებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება. 26 აგვისტოს კრემლისტურმა მედიამ News Front საქართველომ და სპუტნიკ საქართველომ გამოაქვეყნეს სტატიები, რომლის მიხედვითაც, საქართველო ავღანეთიდან დიდი რაოდენობით ლტოლვილის მიღებას და ქვეყანაში დასახლებას გეგმავს. მსგავსი ინფორმაცია ასევე გაავრცელა ულტრამემარჯვენე მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ. საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანა დროებით თავშესაფარს სთავაზობს არა ლტოლვილებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნულ მტკიცებებს რუსული სააგენტოების მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა.
|
|
|
|
REN TV-ის ძველი მანიპულაციური დოკუმენტური ფილმი ფეისბუქზე კვლავ ვრცელდება. დოკუმენტური ფილმი, რომელიც რუსულმა არხმა REN TV-მ საქართველოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლასთან დაკავშირებით გადაიღო, ფეისბუქზე 2021 წლის 28 აგვისტოს გავრცელდა. ავტორმა ვიდეო ჩიპიზაციას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ “რადიო სიხშირეების ზემოქმედება ჩიპირებულ ადამიანზე ბევრად ძლიერი იქნება!” თავად რუსული დოკუმენტური ფილმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ აქცია ამერიკული აკუსტიკური იარაღის LRAD-ის გამოყენებით დაშალა, რომელიც ადრე ავღანეთსა და ერაყში იტესტებოდა. REN TV-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით, იარაღი მძლავრ ბგერით იმპულსებს გამოსცემს და ტანკის ჯავშნის გახვრეტაც კი შეუძლია. რეალურად, LRAD-ის აკუსტიკურ მოწყობილობას ძალიან მაღალი დეციბელის სიმძლავრე აქვს და ხალხის მასის კონტროლის ნაკლებ ლეტალურ იარაღად გამოიყენება. არ არსებობს სამედიცინო კვლევები ადამიანებზე აკუსტიკური იარაღის ზემოქმედების შედეგების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი იარაღი რუსეთის პოლიციის აღჭურვილობაშიც შედის. ვრცლად იხილეთ აქ.
|
|
|
|
ქართველი მართლმადიდებელი მღვდლების ვიდეო ანტივაქსერული დეზინფორმაციის შესახებ ვრცელდება ხელახალი გამოქვეყნებების გზით
ვიდეო, სადაც ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირები ანტივაქსერულ სენტიმენტებს ავრცელებენ, გავრცელდა Facebook-ის, YouTube-ის და პროკრემლისტური ონლაინ საიტების მეშვეობით. ჩანაწერის წაშლის პროცესის გასართულებლად, Facebook-ზე მომხმარებლებს მოუწოდეს ვიდეოს გადმოტვირთვისა და ორიგინალურ კონტენტად ატვირთვისკენ.საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია მოსახლეობის დიდ ნაწილზე. აქედან გამომდინარე, ეკლესიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ნებისმიერ ნარატივს - თემის და სანდოობის ხარისხის მიუხედავად - საზოგადოებრივი ქცევის შეცვლის ძალა აქვს. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მტრული განწყობა გამოხატა კოვიდ-ვაქცინის მიმართ, რაც ეკლესიის გავლენის ძალასთან კომბინაციაში, სავარაუდოდ, აისახება ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების განწყობაზე. ამ შემთხვევაში, ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ანტივაქსერულ ვიდეოს შესაძლოა დიდი ყურადღება არ მიეპყრო, თუმცა, ის მეთოდები, რომლითაც ვიდეო გავრცელდა, მიუთითებს შემდეგზე: აღინიშნებოდა ჩანაწერის გავრცელების კონტროლის გართულების განზრახვა და აქედან გამომდინარე, პოტენციურად, ანტივაქსერული განწყობების გაღვივება. უფრო მეტიწაიკითხეთ აქ.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
არჩილ კალანდიას მიერ ხელმოწერილი ოქმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე
|
|
|
|
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 აგვისტოს საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ და ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, ჩანგ სიმ ხელი მოაწერეს კულტურული თანამშრომლობის ოქმს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის. შეხვედრაზე, რომელიც დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიამდე შედგა, ორმა მხარემ ხაზი გაუსვა დოკუმენტის მნიშვნელობას და კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალი განრიგი განიხილა. მხარეები მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლნენ პრესის წინაშე. პროტოკოლის დეტალები, ამ ეტაპზე, საჯაროდ არ გავრცელებულა.
დოკუმენტის შესაბამისად, სინო-ქართული კულტურული ურთიერთობები გაგრძელდება 2025 წლამდე. მაშასადამე, მომდევნო წლებში უნდა ველოდოთ ჩინური ენისა და კულტურის შემსწავლელი ახალი ცენტრების გახსნას, ახალ ინიციატივებსა და გაცვლით პროგრამებს, რომელთა მიზანი ქართველი ახალგაზრდების მოზიდვა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მათი ცნობიერების გაფართოება იქნება.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
რონდელის ფონდმა (GFSIS) გამოაქვეყნა ექსპერტის მოსაზრება - "ანტიდასავლური საინფორმაციო ომის ევროპული პერსპექტივა", რომელიც აანალიზებს ევროკავშირის როლს ანტიდასავლური ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, აფასებს ევროპული სახელმწიფოების საშინაო პოლიტიკურ პროცესებში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მნიშვნელობას, და განმარტავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას დეზინფორმაციის დაძლევაში და ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|