#9, 1 - 31 ოქტომბერი , 2019 | | |
საქართველო და მსოფლიო, 24 ოქტომბერი, დავით მხეიძე, ავტორი: "ახალგაზრდობა უკანმოუხედავად გარბის საქართველოდან, ხოლო მათ ადგილს ათასი ჯურის უკანონო თუ კანონიერი მიგრანტები იკავებენ, რაც დროთა განმავლობაში ქართველი ერის თვითმკვლელობას ნიშნავს. თბილისში უკვე გაჩნდა ადგილები, სადაც თურქები, არაბები, ჩინელები თავიანთ მაღაზია-კაფე-ბარებთან “აბირჟავებენ” და, თუ ასე გაგრძელდა, შორს არ არის ის დრო, რომ თბილისსა თუ სხვა ქალაქებში მათი საცხოვრებელი უბნები თუ კვარტლები გაჩნდეს ისე, როგორც ეს ჩვენს “მეგობარ” საფრანგეთსა და გერმანიაში, ჰოლანდიასა თუ საბერძნეთშია და ა.შ." | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 21 – 27 ოქტომბერი ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფო: „ისედაც მწვავე დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქართველი ერი უახლოეს მომავალში საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში რომ არ აღმოჩნდეს, უცხოელთათვის ბინადრობის უფლების გაცემა მკაცრი ჩარჩოებით უნდა რეგულირდებოდეს!... მათთვის საქართველოში საცხოვრებლად საუკეთესო პირობებია, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე პოლიტიკურ კრიზისებზე, შეიარაღებულ კონფლიქტებზე, რომელიც საკუთარ ქვეყნებში დევნილ უცხოტომელებს საქართველოში მასობრივად ჩამოსახლებისკენ უბიძგებს.“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 ოქტომბერი ტელემაყურებელი: „ქუთაის უპირებენ საშინელებას - საერთაშორისო უნივერსიტეტსი გახსნას, სადაც 60 000 უცხოელი და ძირითადად აფრიკელი სტუდენტები იქნებიან. თქვენ გესმით, რა საშიშროების წინაშეა ეს ქალაქი?!“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია-ყველას გასაგონად, 15 ოქტომბერიდავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „მე ყოველთვის ვამბობ, ჩვენი მთავარი ამოცანა თურქეთთან ურთიერთობაში არის ის, რომ გავთავისუფლდეთ და თვითონ თურქებიც გავათავისუფლოთ ქართულ მიწაზე მუდმივი, უსაფუძვლო პრეტენზიებისგან. უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი, ხაზს ვუსვამ, თურქეთის არც ერთი კვადრატული მეტრი არ არსებობდა, როგორც თურქეთის სახელმწიფო. ეს ხელოვნური სახელმწიფოა. ამ სახელმწიფოს ყოველი კვადრატული მეტრი ისტორიულად დაპყრობილი ტერიტორიაა. დაპყრობილი ბერძნებისგან, იმავე ქართველებისგან, სომხებისგან. ისინი დამპყრობლები არიან, ყველას რაღაცას ართმევენ, უსასრულოდ. ახლაც კი, ერთი მხრივ ამბობენ, რომ ისინი ჩვენი სუპერ მეგობრები და სუპერ ძმები არიან და მეორე მხრივ, ღიად, პირადად ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ბათუმი თურქეთია.“ | |
ასავალ-დასავალი, 21 – 27 ოქტომბერი ზაურ მჭედლიშვილი, აღმოსავლეთმცოდნე: „როგორც კი აჭარაში თურქული ელემენტები გაძლიერდება, თურქეთი მაშინვე დააყენებს საკითხს - ბათუმსა და მის შემოგარენში მიწათმოწყობაც და ადმინისტრაციაც მოსახლეობის უმრავლესობის, ანუ თურქების ნება-სურვილით უნდა მოეწყოსო! ეს დამღუპველი პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენ აჭარას ნელ-ნელა ვკარგავთ.“ | |
საქართველო და მსოფლიო, 9 ოქტომბერი, ვაჟა ოთარაშვილი, პარტიოტთა ალიანსი: "მეჩეთს კი არა, მეჩეთებს ააშენებინებენ და ამას ისე ჩუმად, ისე მზაკვრულად იზამენ, რომ ხალხი ვერც გაიგებს - აჭარის ისლამიზაცია _ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმში გრანდიოზული მეჩეთის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო". | |
ალია, 21-27 ოქტომბერი გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი: „ზედაპირული ცოდნაც არ აქვთ შვილებს მათი სახელმწიფოს შესახებ. ვერც ექნებათ რადგან მათი ტვინი იმ ძალების ხელშია ვინც აქ მრავალეროვან და მაჰმადიანურ სინგაპურს ქმნის ქრისტიანული საქართველოს ჩასანაცვლებლად.“ | |
სააგენტო პირველი, 15 ოქტომბერი, ალექსანდრე ერქვანია, ქართული ოცნება: “...მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოჯახების გასაძლიერებლად და ერის გასამრავლებლად, უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები გამკაცრდეს ემიგრაცია, მამათმავლობის და მსგავსი გარყვნილებების პროპაგანდა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ორსულ ქალებს და მრავალშვილიან ოჯახებს, მივმართავ მთავრობას შობადობის გაზრდის მიზნით განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა“. | |
საქართველო და მსოფლიო, 1 ოქტომბერი, რედაქცია: „ ყველა სექსუალური გაუკუღმართება პედერასტიით დაწყებული, პედოფილიითა და სხვა კოპროფაგიით დამთავრებული, ან ფსიქიკური აშლილობის, ან პროპაგანდისა და გარყვნილების შედეგი და ნაყოფი. ჰომოსექსუალური ქცევის 99 პროცენტი გამოწვეულია სოციალური ან ეკოლოგიური ფაქტორებით. ჰომოსექსუალების გაცვეთილმა მანტრამ იმის თაობაზე, რომ ისინი “ასეთებად დაიბადნენ” და რომელიც ლგბტ–მოძრაობის პოლიტიკური რიტორიკის მთავარი ღერძი იყო, გაუკუღმართებულებს ნორმალური ორიენტაციის ადამიანების მხრიდან მათდამი ტოლერანტული დამოკიდებულების იმედს უტოვებდა, თქვენი ჭირი წაიღო". | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
| | | საქართველო და მსოფლიო, 2 ოქტომბერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "არც ერთმა ღირსეულმა ადამიანმა, რაოდენ დამოკიდებულიც უნდა იყოს ამაზე მისი პოლიტიკური მომავალი, ლიბერალურ დიქტატს თავი არ უნდა დაუხაროს. არ შეიძლება, მოსამართლეობის კანდიდატმა თუ, უბრალოდ, პოლიტიკოსმა ორაზროვანი პასუხებით სცადოს თავის დაძვრენა შეკითხვისგან, _ რა არის მისთვის 17 მაისი. 17 მაისი საქართველოში არის ოჯახის სიწმინდის დღე, ხოლო ის, რასაც ვიღაცები ჰომოფობიასთან ბრძოლას ეძახიან, ადამიანის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდაა". | | | | | ნეტგაზეთი, 31 ოქტომბერი სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ზაფხულში როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას [ქართულ-შვედური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“].“ | | | | |
მარშალპრესი, 24 ოქტომბერი, დავით ქვლივიძე, დეკანოზი: ".. ღმერთთან ბრძოლაა, როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებს ქვეყანა, სადაც მამათმავლებს, გარყვნილებსა და ღვთისგან, ადამიანებს, რომლებიც ჯოჯოხეთში მიდიან, ამ ხალხს პრივილეგიას, თავზე გვაზიან. ჩართეთ ტელევიზორი, სულ მამათმავლებს მიყავთ მთელი გადაცემები. ეგაა, მთელი მაგათი იდეოლოგია იფრქვევა პირდაპირ". | |
საქართველო და მსოფლიო, 9 ოქტომბერი, ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ცივილიზებული სამყარო უკვე, დიდი ხანია, მიხვდა, რომ გლობალისტური ელიტის მიერ დამკვიდრებულმა ე.წ. მულტიკულტურიზმის თეორიამ მას, პრაქტიკულად, წაართვა ყველა ინსტიტუტი, რომელიც კი კაცობრიობის ზნეობრივი სიჯანსაღის საფუძველია. ადამიანს პრაქტიკულად უთხრეს, რომ მისი ეროვნული თვითმყოფადობა, კულტურული, რელიგიური იდენტობა მხოლოდ პირობითია და ეს არ უნდა იყოს მსოფლიოს საზოგადოებაში არაფრის განმსაზღვრელი, თუმცა აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი: ამ იდეოლოგიურმა ექსპანსიამ, ამ გლობალისტურმა ექსპერიმენტებმა სრულიად მსოფლიო კი არ მოიცვა, პირველი და უმთავრესი მისი საცდელი ობიექტი გახდა ქრისტიანული სამყარო. აი, ზუსტად აქ მოხდა ოჯახის ინსტიტუტის შერყევა, აქ მოხდა მამათმავლობის პროპაგანდა და ა.შ." | |
ობიექტივი, ღამის სტუდია-ყველას გასაგონად, 29 ოქტომბერი ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: „აქ მთავარი არის ის, რომ რუსეთი, სწორედ რუსეთი არ ნებდება დასავლეთიდან წამოსულ შეკვეთებსა და დირექტივებს. განსაკუთრებით, მორალის საწინააღმდეგო დირექტივებს. აქ მთავარი არის ის, რომ რუსეთმა უარი უთხრა მთელ რიგ ისეთ პროექტებს, რომელმა პროექტებმაც, ფაქტიურად, კონტინენტები დაიპყრეს. ეს არის იგივე ერთსქესიანთა ქორწინება და ზნეობის დამაქცევარი, ზნეობის გამანადგურებელი პროექტები და შეკვეთები. აი, ამ ყველაფერს, ამ შემოტევას ჩვენ ვერ გავუძლებთ, თუ არ გვეყოლა ზნეობრივი მოკავშირე. სამწუხაროდ, ეს ზნეობრივი მოკავშირე ძნელი მოსაძებნია დღევანდელ მსოფლიოში, ისეთი მოკავშირე, რომელსაც ეს ზნეობაც ექნება და ამ ზნეობის დაცვის პოტენციალიც ექნება. პრაქტიკულად, ეს ერთადერთი სახელმწიფოა, მას რუსეთი ჰქვია. | |
საქართველო და მსოფლიო, 29 ოქტომბერი, რედაქცია: „სოდომია შთანთქავს ევროპას: პედერასტიისადმი დამოკიდებულების საკითხის შესწავლის გამაოგნებელი შედეგები". | |
მარშალპრესი, 24 ოქტომბერი, დავით ქვლივიძე, დეკანოზი: "უკვირთ ეხლა, საქართველოშიო რუსული პროპაგანდა გავრცელდაო. 30 წლის წინ რომ გამოვედით რუსეთიდან, სიხარულით ცას ვეწეოდი... უყურებთ 30 წელია ამათ, მამათმავლები თავზე დაგვაჯდნენ, ქვეყანა დავკარგეთ, სკოლაში გარყვნილების შეტანა უნდათ, უზნეობის შეტანა უნდათ, განადგურდა ქვეყანა. ამის იქით არის უფსკრული... რუსეთში გაიხედე: მამათმავლობა აკრძალულია, იეღოვას მოწმეებს პასუხს სთხოვენ, ვისაც უნდა,.. ვერ ქადაგებს, ამიტომ უნდა ხალხს, რუსები კი არ უნდა, ის მდგომარეობა უნდა, რაც იმ ქვეყანაშია და, ვისაც არ ხოო, გზა მშვიდობისა, გახსნილია საზღვრები და წავიდნენ ევროპაში, კაცო, 10 ცოლი მოიყვანონ და 5 ქმარი ყავდეთ, ჩვენ გაგვანებონ რა თავი, ტრადიციულად ვისაც გვინდა ცხოვრება". | |
საქართველო და მსოფლიო, 1 ოქტომბერი, ავთანდილ დიასამიძე, ისტორიკოსი: "იქნება ეს ლგბტ-თა პროპაგანდა, მარიხუანის ლეგალიზება და სხვა მანკიერებანი, ეს ყველაფერი აშკარა საფრთხეს უქმნის ქართველ ერს, ქართულ გენს. ამას ემატება სიდუხჭირის გამო ქართველთა მიგრაცია, რასაც ხელისუფლებამ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს, თორემ დარჩება საქართველო ქართველების გარეშე. როგორც “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, რომ “იყო ხდომა და შური ურთიერთას, აოხრებდნენ ქვეყანასაო”, დღესაც ასეა: ვაიპოლიტიკოსები ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლის გზაზე ანადგურებენ ყველაფერს _ ერისთვის ღირებულსა და ფასეულს, მოქმედებენ უცხოელთა კარნახით და მათ გულის მოსაგებად სამშობლოს ყიდიან" | |
| | | ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. | | | | | მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად. | | | | |
|
|