MDF Can't see images? http://notophobia.ge/
# 29, 1 ნოემბერი- 1 დეკემბერი, 2017
0

დისკრიმინაციული და ანტიდასავლური  განწყობები მედიაში

ნოემბრის თვეში, მონიტორინგის სუბიექტ მედია საშუალებებში, 166 დისკრიმინაციული გამოხატვა და 36 ანტიდასავლური შინაარსის კომენტარი გავრცელდა. დისკრიმინაციის ტიპოლოგია, რომელთაგან ჰომოფობია ჭარბობდა, ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ასახული:

0
0
0

ჰომოფობია

წყაროები: ჰომოფობიური კომენტარებით (40) შემდეგი  მედია საშუალებები გამოირჩეოდნენ:

           ალია- 19                                        საქართველო და            ასავალ-დასავალი  - 8      საქინფორმი  - 2

                                                                     მსოფლიო -11

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცახდებების (31) უმეტესობა, ქართული მარშის წარმომადგენლებს ეკუთვნით:

    ქართული მარში -  20

        საქართველოს დემოგრაფიული კავშირი - 3

     პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი - 2

სხვა 6

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა, მათ შორის, მმართველი პარტიის, ჯამში 15 ჰომოფობიური განცხადება გააკეთეს:

ქართული         დემოკრატიული მოძრაობა     პარტიოტთა ალიანსი - 2     ეროვნულები - 2  

  ოცნება - 4      ერთიანი საქართველოსთვის - 3        სხვა- 4

ჰომოფობიური გზანილები: ჰომოფობიური განწყობების საგრძნობლად გაზრდა, საქართველოს მოქალაქის, ლგბტ თემის წარმომადგენელის,  დავით შუბლაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარტნიორზე ქორწინებამ და ქუთაისის კერძო მედია სკოლიდან, ღიად ჰომოფობიური განწყობების მქონე სტუდენტის [ანზორ სვანიძის] გარიცხვამ გამოიწვია.  სკოლამდელი განათლების გენდერ ნეიტრალური სწავლების ინციატივა განხილული იყო, როგორც ბავშვებში არასწორი სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბების საფრთხე. ჰომოფობიური განცხადებები შემდეგ გზავნილებს შეიცავდა:

  • ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება უმრავლესობაზე ძალადობაა.
  • სკოლამდელი განათლების პროგრამაში გენდერნეიტრალური სწავლების ინიციატივამ, შესაძლოა, გავლენა ბავშვის სექსუალურ ორიენტაციაზე მოახდინოს.
  • ღიად ჰომოფობიური განცხადებების გამო, პიროვნება არ უნდა იზღუდებოდეს.
  • საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის და "ვიტესის" მცველის გურამ კაშიას მიერ "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაში   შიშით/ზეწოლით/ფინანსური სარგებლის მიღებით იყო განპირობებული.

პარტიები

საქართველო და მსოფლიო, 15 ნოემბერი
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: "[ჰომოსექსუალიზმი] ჩემთვის ეს არის ანომალია და გადახრა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: ეს არ ნიშნავს ვიღაცის შევიწროებას, დევნას… უფლებებზე როცა საუბრობენ, კი ბატონო, ყველას უფლებები დავიცვათ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ტრადიციული ფასეულობებით, ღირებულებებით ცხოვრობს, უმცირესობამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ამ მოსახლეობის ინტერესებს".

 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 ნოემბერი, მარშალპრესი, 7 ნოემბერი,
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „მამათმავლობა და დედათმავლობა ეს არის დაავადება, ეს არის ფსიქიკის დაავადება. ხშირად ეს არის გენეტიკისა და ფსიქიკის დაავადება ერთად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დაავადება. ეს არ არის სიკეთე! ეს არის ძალიან ცუდი და ეს დაავადება საჭიროებს მკურნალობას!.. უამრავი ხალხია საზოგადოებაში, რომელიც ამ დაავადებას და მე ვიტყოდი ბოროტებას ებრძვის!... ბრძოლა აუცილებელია, რომ ახალგაზრდა თაობის აზროვნება არ დამახინჯდეს, არ გახდეს უკუღმართი და არ შეიცვალოს!“

საქართველო და მსოფლიო, 2 ნოემბერი
გიორგი ახვლედიანი,  დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო- ნინო ბურჯანაძე: "იმ ჩოხიან–ჩიხტიკოპიანი გოგო–ბიჭების მიერ მიღებული “ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის” გამო, ჩემს შვილს დეკლარირებულმა გეიმ რომ ასწავლოს, არ გვაქვს იმის თქმის უფლება, რომ ეს ადამიანი მოაშორონ სასწავლო დაწესებულებიდან. რომ ვთქვა და ის გააგდონ, სკოლას დახურავენ".

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მედია

ალია, 6-12 ნოემბერი
ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი: „გასული კვირის ქრონიკა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ უმრავლესობა სექსუალური უმცირესობის მსხვერპლია. გვაიძულებენ მოგვწონდნენ და მათი ცხოვრება სამაგალითოდ გავიხადოთ. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროვება, ტრადიციული ორიენტაციის ადამიანთა უფლებების დარღვევა.“

 

 

საქართველო და მსოფლიო, 17 ნოემბერი  
გია გაბრიჭიძე, ჟურნალისტი: "ბუნებრივია, ხელისუფლება აქტიურად, ანუ მათთვის შესაძლებელი ღონისძიებების დონეზე, პოლიციის მიერ “პიდარასტების” მასობრივი დაპატიმრება იქნება თუ მკვეთრი საკანონმდებლო ცვლილებები, ვერ და არ ჩაერთვება. არ მოხდება ნამდვილი დემოკრატიული ფასეულობების გადახედვა, ანუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ აუცილებლად უნდა შეიზღუდოს არატრადიციული ორიენტაციის აგრესიული ფორმებით პროპაგანდა, უნდა დადგინდეს საზღვრები ლიბერალიზმსა და აგრესიას შორის".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 13-19 ნოემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ტერორია დაწყებული ლიბერასტებისა და მამათმავლების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მიმართ! რა თქმა უნდა, [ანზორ] სვიანაძის შემთხვევა არის ამაზრზენი ფაქტი, როდესაც სასწავლებლის მოსწავლეს რიცხავ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ მან ეროვნული, ქართული პოზიცია დააფიქსირა და გარყვნილებას არ დაუჭირა მხარი! ეს არ არის ერთეული ფაქტი, ჩვენ გვაქვს უკვე რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დაწესებულებიდან, სამსახურებიდან ათავისუფლებენ  ხალხს იმის, გამო, რომ მათ არ მოსწონთ მამათმავლობა!“

ასავალ-დასავალი, 13-19 ნოემბერი
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია: „მსოფლიოში არის ლგბტ ტერორი. არა ბინძურ ლგბტ ტერორს! ძალადობაა, სამკლავურს ძალად რომ გიკეთებენ, განსხვავებულ აზრს რომ იტყვი და ამოგიჭრიან, მთავრობაში რომ ხარ და გეშინია იმის თქმა, რომ ლგბტ ურთიერთობები ჩვენს შვილებს რყვნის.

ქსენოფობია

წყაროები: ქსენოფობიური განცხადებების წყარო, ყველაზე ხშირად პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები იყვნენ (5):

   მემარცხენე ალიანსი - 2           პარტიოტთა ალიანსი - 1        ეროვნულები - 1   თეთრები - 1

მედიის მხრიდან გაკეთებული 6 ჰომოფობიური კომენტარის წყარო შემდეგი გამოცემები იყვნენ:

საქართველო და მსოფლიო - 3                   ობიექტივი - 1                 კავკასია - 1       პრაიმ ტაიმი - 1

საზოგადოებრივი ორგანიზაციებში ქსენოფობიის წყაროები ქართული მარში (2) და ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრი (1) იყვნენ.

ქსენოფობიური გზავნილები:

  • ეთნიკური უმირესობების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები არიან.
  • აზიური და აფრიკული წარმომავლობის პიროვნებებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოების ინდექსს.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ბიზნეს საქმიანობა აუარესებს საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას.
  • ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა შესაძლოა უმცირესობად იქცეს.

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 ნოემბერი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ამ გზით საქართველო აღარ უნდა წავიდეს! იღუპება ქვეყანა! გარშემო მიმოიხედეთ - ათასი ჯურის უცხოელი დააბიჯებს და ეს არი დღევანდელი ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკის ბრალი“.

 

იბერია, ცენზურის გარეშე, 8 ნოემბერი
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: „რატო უყურებენ ქართველი ახალგაზრდები ნარკოტიკებს და რატო არის ესეთი აქტუალური საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება, როდესაც სხვა, კიდე ვიმეორებ, არაეთნიკური ქართველები მდიდრდებიან იმით, რომ ქართველები თავს იწამლავენ?“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 ნოემბერი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, ეს ადამიანი [მიგრანტები] საიდან ჩამოვა, ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოვა თუ ჩრდილო-ირლანდიიდან, ასე ვთქვათ. ახლა, ადამიანი რომ ჩამოვა იმისთვის, რომ რაღაცა წამოიწყოს ვთქვათ, თუ ეს იქნება ევროპელი, ჩვენ რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით მაგრამ, მაგრამ თუ ადამიანი ფუთა აკიდებული მოდის აქ, რომ ბედნიერება იპოვოს საქართველოში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს და ხელისუფლებამ მერე ამაზე უნდა იზრუნოს... რად გვინდა ეს ადამიანები აქ, რომლებმაც ხვალ შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემა შეგვიქმნან“.  

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 13-19 ნოემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ეს ურდო, რომელიც საქართველოს წალეკვით ემუქრება, პირდაპირ აცხადებს, რომ მათი მიზანია, საქართველოში ქართველი გახდეს ეთნიკური უმცირესობა!.... ამ ფონზე კიდევ ხდება არაბების, ირანელების, სხვადასხვა ტომელების მასობრივი ჩამოსახლება საქართველოში და ქვეყნის დემოგრაფიული კლიმატის ცვლილება!“

 

ალია, 27 ნოემბერი, 3 დეკემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: «ქართული მარში» თავად აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თავად დაიწყებს იმ საეჭვო პირების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნას, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ! ნურავინ დამიწყებს ახლა, რომ ეს ძალადობაა – დიახ, თუ ჩვენ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მავანი და მავანი არის ტერორისტული დაჯგუფების წევრი, ან კრიმინალთანდაკავშირებული საეჭვო პირი, მას გადავცემთ სამართალდამცავ ორგანოებს და თუ საჭირო გახდა, ძალისგამოყენებითაც განვდევნით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან.

თურქოფობია/ისლამოფობია

თურქოფობიული და ისლამოფობიური გაზვნილების მედია წყაროები:

               საქართველო და მსოფლიო 3                                   ობიექტივი 2

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

           ქართული მარში  - 3                                     ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის                                                                                                                    კვლევის ცენტრი 2

ნოემბერში პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებული ერთადერთი ისლამოფობიური განცხადების წყარო დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოა.

თურქოფობიული/ ისლამოფობიური გზავნილები:

  • თურქეთს მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ის არ უნდა ითვლებოდეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორად.
  • რუსეთი საქართველოსთვის ისლამური სამყაროდან მომავალი საფრთხის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია.
  • საქართველოში ისლამის მიმდევარი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხეს ქმნიან.

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 ნოემბერი
გუბაზ სანიკიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „ვთქვათ, დაიშალა [რუსეთი]... ჩრდილოეთ კავკასიაში რომ შვიდი სახელმწიფო უნდა შეიქმნას და ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ეს შვიდივე სახელმწიფო საერო რომ არ იქნება და იქნება ფუნდამენტალისტური, ისლამის მიმდევარი. ლეკიანობა დაგავიწყდათ ხალხო? „წალეკვა“ სიტყვა საიდან მოდის?“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 ნოემბერი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „[რუსეთი რომ დაიშალოს] და მერე რაღა გვეშველება მთელი ეს, ისლამურ სარტყელში რომ მოვხვდებით“.

საქართველო და მსოფლიო, 1 ნოემბერი
იზა თამაზაშვილი, ავტორი: "ქართველმა ხალხმა უნდა გაიაზროს: რუსეთის ფაქტორი რომ არა, დღეს აქ განმეორდებოდა ის რაც მოხდა, ერაყში, ლიბიასა თუ სირიაში. რუსეთის ფაქტორი რომ არა, წარმოგიდგენიათ, რას დამართებდნენ საქართველოს ისლამისტები, რომლებიც შუაგულ გერმანიაში ტერაქტებს აწყობენ და ქალებს აუპატიურებენ?"

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 ნოემბერი
ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრი: “ამ შემთხვევაში საქართველომ რა უნდა გააკეთოს? გასაკონტროლებელია ათეულობით ტელეფონები არაბულ, ირანულ, თურქულ, ინდურ ენებზე იმიტომ, რომ იქ, ინდოეთში ძალიან ბევრი, მიაქციეთ ყურადღება, ძალიან ბევრი რადიკალი ისლამია დღეს, ყველაზე სერიოზული ტერორისტული ორგანიზაციები ინდოეთიდან არიან - „ალ კაიდა“ და „ისლამური სახელმწიფოს შემდეგ, ესენი არიან კაშმირული ტერორისტული ორგანიზაციები - „ხარაკა უნ ალსარ“ და „ლაშქარ ე თაიბა“. ხოდა, გამომდინარე აქედან, ჩვენ მარტო ამას ალბათ ვერ შევძლებთ“.

ანტიდასავლური განწყობები

ყველაზე მეტი ანტიდასავლური განცხადება (18) მედიის წარმომადგენლებმა გააკეთეს:

საქართველო და მსოფლიო - 16             ალია - 1                               საქინფორმი -1

პოლიტიკური პარტიები

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო - 3              ქართული იდეა - 1

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ორი ანტიდასავლური განცხადების წყარო ქართული მარში და ბავშთა დაცვის საზოგადოება იყო.

ანტიდასავლური გზავნილები:

  • ლგბტ თემი და მათი უფლებამცველები დასავლელი პარტნიორების დავალებით ებრძვიან მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ოჯახის ინსტიტუტს.
  • ლგბტ თემის უფლებრივ მდგომარეობაზე დისკუსია, არა ქართული, არამედ დასავლური  ინსტიტუტების  ინტერესების გატარებას ემსახურება.
  • ბაღებში გენდერ ნეიტრალური სწავლების ინიციატივა დასავლეთის მიერ თავს მოხვეული ნორმაა და ბავშვების სექსუალური ორიენტაციის შეცვლას ემსახურება.

პარტიები

საქართველო და მსოფლიო, 15 ნოემბერი  
გიორგი ახვლედიანი, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო - ნინო ბურჯანაძე: "სამწუხაროდ, ჰომოსექსუალიზმი ერთ–ერთ აქტუალურ საკითხად იქცა ჩვენს დღევანდელ რეალობაში, იმიტომ, რომ, როგორც არასდროს, ისეა მოზღვავებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხელდასხმული დონორი ორგანიზაციები და მათი ძალისხმევა ამ საკითხისკენაა მიმართული. სწორედ იქიდან გადმორიცხული ფულით ხორციელდება საქართველოში ბევრი პროექტი, რომლებიც მიმართულია ყალბი ლიბერალური პროპაგანდის გაძლიერებისკენ, ამ ფულით ფინანსდებიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც და დღეს, ფაქტობრივად, ეს ორგანიზაციები უფრო მეტია, ვიდრე მათ მიერ “დასაცავი” მამათმავლები".

ალია, 6-12 ნოემბერი
გეგა ხვედელიძე, ქართული იდეა: „დიახ და ახლა წვიმასავით წამოვა გრანტები საქართველოში არსებულ ბილწ ორგანიზაციებზე. ამ პროცესს ერთადერთი რამ გააჩერებს - საქართველოში კანონმდობლებლობის დონეზე მოვიდეს ნამდვილი, ქრისტიანული, კონსერვატორული ძალა, რომ კანონით იყოს შეზღუდული ის უბედურება, რაც ხდება! სხვანაირად ამას ვერ შევაჩერებთ, რადგან ვეჯახებით რაღაც უზარმაზარ მონსტრს.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 17 ნოემბერი  
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: "დასავლეთის “საგანმანათლებლო”, პროპაგანდისტული ორგანიზაციებისა და სტრუქტურების, კვლევითი განყოფილებისა და კათედრების, სამინისტროებისა და მასმედიის გიგანტური ინდუსტრია განაგრძობს კეთებას თავიანთი შავი საქმისა, რომელიც მიმართულია ოჯახის ინსტიტუტის ნგრევის, ბავშვების და, საერთოდ, საზოგადოების გარყვნისკენ. აი აქეთ უბიძგებს საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობას".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 9 ნოემბერი,
ბექა ვარდოსანიძე, ქართული მარში: "ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, დაუპირისპირდეს იმ დიქტატურას, რომლის დამყარებასაც ცდილობენ ულტრალიბერალები, იქნება ეს ეკლესიის დისკრედიტაცია თუ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ჩვენი პოლიტიკოსები თავს იწონებენ ევროკავშირის ლიდერების წინაშე, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ამაყობენ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით. ეს კანონი კი ჰომოსექსუალებმა და ულტრალიბერალებმა სათავისოდ გამოიყენეს. ისინი მანიპულირებენ ამ კანონით. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო".

გენდერი

წყაროები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია პარლამენტში სექსუალური შევიწვროვების შესახებ შეტანილ კანონპროექტსა და  ბაღებში გენდერ ნეიტრალური სწავლების ინიციატივას ეხებოდა.

მედია

საქართველო და მსოფლიო - 5              ალია - 1                              საქინფორმი - 1

პარტიები

            პატრიოტთა                      თავისუფალი            ქართული დასი - 1   სახალხო              ალიანსი - 3                     საქართველო - 1                                         კრება - 1

გზავნილები:

  • კანონპროექტი სექსუალურ შევიწროვებაზე ქალსა და მამაკცს შორის შუღლის ჩამოგდებას ემსახურება;
  • ქალი თავადდ არის სექსუალური შევიწროვების გამომწვევი;
  • ქალისა და მამაკაცის შესაძლლებლობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან ამდენად გენდერ ნეიტრალური სწავლების ფორმა აზრს მოკლებულია.

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 ნოემბერი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: არ უნდა ცდილობდეს საბავშვო ბაღი და სკოლა პატარა გოგონაში, მანდილოსანში აღზარდოს სურვილი იყოს ბეტონის ჩამსხმელი მშენებელი, ეს იდიოტობაა, არ უნდა იყოს ასეთი მცდელობები...  მანდილოსანმა მანდილზე უარი არ უნდა თქვას და მამაკაცმა კაცობაზე უარი არ უნდა თქვას და ესეც ბრძოლას საჭიროებს...“

ასავალ-დასავალი, 20-26 ნოემბერი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „მან [ალექსანდრე ჯეჯელავა] პასუხი უნდა აგოს, რატომ დაამტკიცა დანაშაულებრივი დებულება საბავშვო ბაღებში „გენდერული თანასწორობის“ შეტანის შესახებ: თურმე, ჩვენმა ბიჭებმა ბიჭებად არ უნდა იგძნონ თავი, გოგონებმა კი - გოგონებად! „საშუალო სქესის“ ადამიანები გამოჰყავთ უკვე ამ იდიოტებს!“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 2 ნოემბერი
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: "თუკი ამ [სექსუალურად] “შევიწროებულთა” წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათი [ქალების] უმრავლესობა წარსულში მკვეთრი ლიბერასტულ-ფემინისტური განცხადებებით გამოირჩეოდა და ფსიქიკურად აშკარად ვერ არის ჯანსაღად. ყველა მათგანს, თუკი მათ ადრინდელ ბლოგ-ტექსტებს წავიკითხავთ, ლამის ყველა სიტყვაში ეტყობა სექსუალურ ნიადაგზე გადახრები და ავადმყოფური ფანტაზიები".

საქართველო და მსოფლიო, 17 ნოემბერი  
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: “სასკოლო მზაობის” პროგრამაში, რბილად რომ ვთქვათ, არასწორადაა წარმოჩენილი ქალსა და მამაკაცის შესაძლებლობები, თითქოს “თანამედროვე სამყაროში ყველა სამუშაოს შესრულება თანაბრად კარგად შეუძლიათ კაცებსაც და ქალებსაც”. თუ ასეა, რატომ არ არიან ქალები თანაბრად დაკავებული მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებით, მაგალითად, მაღაროებში, შახტებში, მეტალურგიულ ქარხნებში, კარიერებზე, მშენებლობაზე, არმიაში. ან რას ნიშნავს “თანაბრად კარგად შესრულება”? ვთქვათ, სპორტში ქალისა და მამაკაცის მაჩვენებლები სიმაღლეზე და სიგრძეზე ხტომაში, სიმძიმეების აწევაში, ან სირბილში თუ ბირთვის კვრაში _ ერთნაირია?"

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

0

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe