MDF
#4, 1-30 აპრილი, 2018

ჰომოფობია

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 აპრილი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ათასნაირ სექსუალურ გადაცდომებს და სექსუალურ მანკიერ მხარეებს, პედარასტობას და ლესბოსელობას უწევენ აგიტაცია პროპაგანდას, ისედაც განადგურებულ ერს კიდევ უფრო ანადგურებენ, უნდა ჩავიხედოთ სულში რომ ქართველი ერი იღუპება... შემოვიდა ესეთ ტერმინი, საბარასტებიო ხომ, აი როგორ მწერლებს ურიგებენ, ანუ ამ ე.წ. ლიბერალური ანუ ბინძური ღირებულებების ბინძური აზროვნების მქონე ადამიანების წინ წამოწევა ხდება ხომ? ტელეარხებშიც ასეთი ე.ი. დამახინჯებული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცების და ქალების მთელი ჯოგი გამოჰყავთ არა?“

კვირის პალიტრა, 9-15 აპრილი, ასავალ-დასავალი, 16-22 აპრილი
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: „მე არც სახალხო დამცველისთვის მიმიცია ხმა. ეს ქალბატონი [ნინო ლომჯარია] აცხადებს, ერთსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთო. პასუხი აგონ ასეთ ადამიანებზე და მათ განცხადებებზე იმ პოლიტიკოსებმა, ვინც ასეთი სახალხო დამცველის არჩევას დაუჭირეს მხარი“.

მედია

ალია, 2-15 აპრილი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „მე იმას ვდარდობ, მაგ ლოცვის დროს უკნიდან არ მოგეპარონ ეს პედერასტები და... მერე სანანებელი არ გაგიხდეთ.“

საქართველო და მსოფლიო, 25 აპრილი,
რედაქცია: „კარგა ხანია, მეცნიერებს გარკვეული აქვთ, თავის ტვინის რომელი ნაწილები აკონტროლებს ორგანიზმის ამა თუ იმ ფუნქციას, ამა თუ იმ ინსტიქტს, მოთხოვნილებას და ა.შ. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავის ტვინზე ზემოქმედებით შესაძლებელია ადამიანის სექსუალური თუ სოდომური სურვილების მართვა.“ 

0
0
0

ობიექტივი, ღამის სტუდია, 4 აპრილი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ გვავალდებულებს ამას და არცერთი რელიგია, მართლმადიდებლობამ, კათოლიკობა, მუსულმანობა, იუდეველობა, გრეგორიანელობა, არცერთი იღებს ამას, რასაც [ნინო] ლომჯარია ამბობს, რომ უნდა დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება“. 

ასავალ-დასავალი, 9-15 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ომბუდსმენი ლომჯარია, გენდერულ კვოტებს ვიღა ჩივის, უკვე პოლიტიკაში პედერასტებისთვის კვოტებსაც კი მოითხოვს… როგორც ხედავთ ყველაფერი დღესავით ნათელია - ლომჯარიას „პრიორიტეტები“ მხოლოდ ნაცები და პედერ-ნაცები არიან, რომლებსაც ჩვენი ჯიბიდან უზარმაზარ ხელფასს ვუხდით. სწორედ ეს გეი-აქტივისტი დაგვასვა თავზე ჩვენმა „საოცნებო ხელისუფლებამ“! არადა, ეს ლომჯარიაც და მისი დამსმელი ხელისუფლებაც, საბოკერიოდ, ვანო მერაბიშვილსაც გამოუშვებენ ციხიდან და გეი-ქორწინებასაც დააკანონებენ, თუკი ხალხი საღათას ძილიდან არ გამოფხიზლდა!“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 23-29 აპრილი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აიკრძალოს ჰომო-სექსუალიზმისა და ყოველგვარი გარყვნილების პროპაგანდა...“

კავკასია, ბარიერი, 10 აპრილი
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: „არ მეზიზღება [გეი], მაგრამ მე უნდა მეზიზღებოდეს ცუდი საქმიანობა, ვთქვათ, ქურდობა, მაგალითად, მამათმავლობა. მაგალითად, ნარკომანია, ფეკალიების ჭამა... ქურდობა ნაკლები დანაშაულია ვიდრე მამათმავლობა. მამათმავლობა არის შეურაცხყოფა, დანაშაული, ეგ არის ბინძური ცხოვრების წესი, ეგ არის სამარცხვინო წესი... კაცი კაცთან რომ ცხოვრობს და მერე სკოლაში ასწავლის..."

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 20 აპრილი
გურამი გამცემლიძე, დეკანოზი: "მართლმადიდებლები რომ არ ვართ, ამის ბრალია ყველაფერი, თორემ როგორ უნდა ბედავდეს ვინმე გარყვნილების დაკანონებაზე საუბარს?! სახალხო დამცველს [ნინო ლომჯარიას] რაც შეეხება, არ ვიცი, ვინაა, მაგრამ ჯანმრთელი რომ არ არის, ფაქტია. ასეთ ადამიანებს სულიერი მკურნალობა სჭირდებათ, მკურნალობა კიდევ მათთვის, პირველ რიგში, არის ის, რომ მოვიდნენ ეკლესიაში, დაემხონ და მოინანიონ ცოდვები". 

ქსენოფობია

პარტიები

მარშალპრესი, 4 აპრილი,
დიმიტრი ხუნდაძე, ქართული ოცნება: "თქვენი [წინა ხელისუფლება] ერთადერთი დემოგრაფიული ინიციატივა იყო  „ლაზიკა“ -ს პროექტი, სადაც გსურდათ დიდი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებით შეგევსოთ საქართველოს  კლებადი მოსახლეობა".

ალია, 2-15 აპრილი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „არც უცხო ქვეყნიდან მართულ და დაფინანსებულ ”პოლიტიკანებზე” მერევა გული ვინც ამათ მხარს უჭერს, ესენი იცი რომ მტრებია, აღა-მაჰმადის, თემურლენგის და ოსმან-ფაშას ”მემკვიდრეები” არიან, შენი დედა-ბუდიანად ამოწყვეტა აქვს დავალებული და მორჩა, ამათთან ყველაფერი ცხადი და გასაგებია??”
სოციალური ქსელი

ასავალ-დასავალი, 2-8 აპრილი
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: „დიახ, როდესაც ქვეყანაში ასობით ათასი დევნილი გვყავს და შენ ამ დროს ევროპელი პატრონების წინაშე ამაყობ, ათასობით არაბ თუ აფრიკელ მიგრანტს მაინც ვიღებთო, ეს სრული კატასტროფაა - მორალურიც, ზნეობრივიც და პოლიტიკურიც! დიახ, მაშინ, როდესაც ჩვენი დევნილები ცხოვრობენ უმძიმეს ანტისანიტარიაში და თავზე ნორმალურ ჭერზე ოცნებობენ, ჩვენი ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ ათსობით უცხოტომელს აძლევს თავზე ჭერს!...  სიტყვები არ მყოფნის აღშფოთების გამოსახატავად: ეს უცხოტომელები აქ დროებით კი არ ჩამოდიან, სამუდამოდ დასახლებას აპირებენ! ისინი საქართველოს მოქალაქეობას ღებულობენ, თანაც - გამარტივებული წესით!.. მინდა, ვკითხო, ირაკლი კობახიძეს, მიგრანტებს შიდსის ვირუსზე ამოწმებთ?! ვინმე სწავლობს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას?! ან „ცე ჰეპატიტზე“ მოწმდებიან მიგრანტები?!“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 აპრილი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ირანელი, თურქი, სხვადასხვა, მაგალითდ ჩამოსული ადამიანები ვიცი, რომლებსაც ჩამოყავთ შემდეგ თავისი თანამემაუ(ლე) და ასახლებენ საქართველოში. ისინი უმზადებენ, რა თქმა უნდა, აი, ამ საცხოვრებლ ბინებს და ესენი ჩამოდიან ცოლებით, შვილებით, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აქ, იმაზე კი არ არის საუბარი, რო ლაგატკა გვესრლონ, უბრალოდ ჩვენ როდესაც უმცირესობაშ აღმოვჩნდებით, მე მაგლითდ ჩემ ეზოში უკვე უმცირესობაში ვართ ჩვენ. მე პირადად, ჩემი ეზო ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე. როდესაც მთლიანად საქართველოს ქრთული მოსახლეობა აღმოჩნდება უმცირესოაში, მე არ გამიკვირდება ის, რაც ხდება მაგალითად ევროპის საკმაოდ ძლიერ, გერმანიაში, მაგალითდ ხო, როგორც ექცევიან. ეხლა გვქონდა გადასარევი მაგალითი, სულ ცოტა ხნის წინ... რა თქმა უნდა შეშინებულ ვართ. მე მინდა, რომ მე ვიყო როგორ გითხრათ ეხლა - მასპინძელი მინდა რა, ვიყო ჩემს სახელმწიფოში, ისევე როგორც უნდა ფრანგს, საფრანგეთში იყოს მასპინძელი, ისევე როგორც უნდა იტალიელს და ამ იტალიელს თუ აქ ამის უფლება, ამ ფრანგს თუ აქ ამის უფლება მე ქრთველს რატო არა მაქ!“

ალია, 16-22 აპრილი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „აქ გაჯეჯილებულები არიან თურქები, არაბები, ჩინელები, შავკანიანები, ირანელები, ინდოელები და ყველა, ვისაც ფეხი ჩამოუცდა და დარჩა. უბატონოდ თუ ხმას გასცემ ვინმეს, ან რასისტი ხარ, ან ნაცისტი, ან სხვა ამგვარ რაღაცას დაგაბრალებენ. უცხოეთში, თუნდაც იმ ქვეყნებში, სადაც მიგრანტები ჰყავთ გაბლატავებული, ბავშვები რომ არ შეეშვათ სტადიონზე უცხოელებს, ადგილობრივები ამაზე არ გაჩუმდებოდნენ, კინწისკვრით გამოყრიდნენ იმ სტადიონიდან და ბავშვებს შეუშვებდნენ სათამაშოდ, მიგრანტებს კი, თუ ბევრს გაახურებდნენ, გვარიანად დაჟეჟავდნენ... დაგვასვეს თავზე ათასი ჯურის გადამთიელები, დაგვიბრიყვეს, დაგვაჩმორეს და უკვე საკუთარ ეზოში, ეზოს სტადიონზე შენმა ბავშვმა ფეხბურთი რომ ითამაშოს, ნებართვა ნიგერიელებისგან უნდა აიღო. აი ეს,არის ბიძინა ივანიშვილის აშენებული ღირსეული საქართველო, როგორსაც ის ხალხი ჰპირდებოდა.“

საქართველო და მსოფლიო, 17 აპრილი  
დავით მხეიძე, ავტორი: "საქართველოში მიგრანტთა უკონტროლო შემოდინებით ქართველთა სოციალურ-ეკონომიკური გენოციდი მიმდინარეობს". 

კვირის პალიტრა, 2-8 აპრილი,
ნინო ბურჭულაძე, ჟურნალისტი: „თუ ბოლოდროინდელ ევროპულ პრესას გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ „ოქროს მილიარდს“ (ასე უწოდებენ ევროპის მოსახლეობას) განსაცდელი სულ სხვა ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებისგან ემუქრება, რომლებთან შედარებითაც ქართველი ქურდბაცაცები სახსენებლებიც არ არიან“.

ასავალ-დასავალი, 16-22 აპრილი
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: “დიახ, რა უფრო შედის ქართული სახელმწიფოს მაქსიმალურად დასუსტების მსურველ კრემლის ინტერესებში - ის, რომ საქართველო არალეგალი მიგრანტების „შემოსევისაგან“ მაქსიმალურად დაცული და უცხოური სპეცსამსახურების აგენტების, ასევე პოტენციური ტერორისტების შემოდინებისგან მაქსიმალურად დაზღვეული იყოს თუ ის, რომ საქართველოში განუკითხაობა სუფევდეს და მიგრანტის სტატუს ამოფარებული  უცხოური სპეცსამსაურების აგენტები და პოტენცური ტერორისტები ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად საქმიანობდნენ?!”

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 23-29 აპრილი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „მივიღებთ კანონს, რომელიც საქართველოში აზიელი და აფრიკელი მიგრანტების დასახლებას აკრძალავს. მათთვის საქართველოს ვიზის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 30 დღე უნდა იყოს... საერთოდ არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე ქართველთმოძულე ლიბერასტები, ჩემთვის მთვარია, რას იტყვის ქართველი ხალხი! ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი სლოგანი იქნება - „ქართული საქართველოსათვის!“

ასავალ-დასავალი, 23-29 აპრილი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „ „სოკარმა“ იყიდა პოლიტიკური სპექტრი, ექსპერტები, ტელევიზიები! მალე საქართველოს ტერიტორიის ათვისებასაც დაიწყებენ... აზერბაიჯანულ ეთნოსს ქვემო ქართლში ძალიან დიდი დაფინანსება აქვს „სოკარისგან“. როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც ქვემო ქართლში რატომ აბანდებენ ფულს, რატომ ხსნიან სკოლებსა და სავადმყოფოებს?! მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ მათ სერიოზული გავლენა აქვთ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე. აქ კი, მოგეხსენებათ, რამდენი შადიმანი და სერგო ორჯონიკიძე ცხოვრობს. ცხადია ხელისუფლება იტყვის, რა ვქნათ, მშიერი ხომ არ დავრჩებითო?! რად გვინდა ისეთი გაზი, თუ ქართველებს გვიწამებენ და ხვალ და ზეგ ქვემო ქართლსაც მოითხოვენ?!“

საქართველო და მსოფლიო, 20 აპრილი
ივანე ბუჩუკური, საერთაშორისო მოძრაობა “კომიტეტი _ 2017”: "ხშირად ამბობენ, ქართული მიწების 20% რუსებს აქვთ ოკუპირებულიო, მაგრამ ქვეყნის 80% თურქების, არაბების, ირანელების მიერ რომ არის ოკუპირებული და ქართველი სტუმარივით რომ ცხოვრობს სამშობლოში, ეს ნორმალურია?" 

სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 9-15 აპრილი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „როცა უცხოტომელი ნელ-ნელა ჩვენი მიწების ბატონ-პატრონი ხდება, ხოლო მიგრანტების მოზღვავება ერს საკუთრ სამშობლოში უმცირესობაში მოქცევას უქადის, ამ დროს გაჩუმება ქართველი ერის გადაშენებაზე თანხმობის ტოლფასია!“

ასავალ-დასავალი, 23-29 აპრილი
გიორგი პავლოვი, სასულიერო პირი: „ხილვაში მქონდა - თბილისის ცენტრში წრიულად დგანან უცხოტომელები, ხოლო ზეციდან ისმის ხმა - მაშინ, როცა მთავრობა ლგბტ პირთა კეთილდღეობაზე ზრუნავს, საქართველოში ხალიფატი შეიქმნა! ვფიქრობ, ეს ხილვა პირდაპირ ახდება.“

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 30 აპრილი - 6 მაისი
გურამ საღრაძე, სპორტსმენი: „ვაგლახ, რამდენიმე თვის წინათ შაჰ-აბასის რვა ათსამდე შთამომავალმა შენ თვალწინ იზეიმა! სპორტის სასახლეში კონცერტზე დასასწრებად შეიკრიბნენ ყიზილბაშები, ადრე ხმლით რომ მოდიოდნენ ჩვენს დასაპყრობად. ახლა უხმოდ შემოგვესივნენ. ამ კონცერტზე გამოჩნდა - თურმე, რამდენი ყოფილან! თითო ოჯახს 5 შვილზე ნაკლები არ ჰყავს. ვაგლახ, ცოტა ხანში ესენი დაიმკვიდრებენ ჩვენს მზიურ ქვეყანას! პლეხანოვზე გაზრდილი კაცი [გივი კარტოზია] ახლა რომ აღმაშენებელზე გაგატარა, უცხოტომელთა თავგასულობა განახა, ალბათ, მარშს კი არა, სახალხო აჯანყებასაც ჩაუდგებოდი სათავეში!... დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის პერიოდში რომ გეცხოვრა, ვერც მას შეეგუებოდი. ადამიანების წამებას, თურქების ჩამოსახლებას არ აპატიებდი და სადმე რომ წაწყდომოდი, ხელითაც შეეხებოდი!“

თურქოფობია

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 აპრილი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „და ყველაზე უარესი რა არის, სკოლებში დემირელის და დავით აღმაშენებლის სურათები ერთმანეთის გვერდზე უკიდიათ. ანუ სკოლებში ჩვენ მოსწავლეებს დავავიწყეთ ქართული მიწის სიყვარული... მოდის თაობა, რომლისთვისაც თურქი აღარ არის ისტორიული მტერი. მან აღარ იცის თავისი ქვეყნის ისტორია. [ჩამოთვლის ისტორიიდან სხვადასხვა სისხლიან მომენტებს].”

მედია

საქართველო და მსოფლიო, 25 აპრილი,
გიორგი გაჩეჩილაძე, ჟურნალისტი: „რისთვის სჭირდება თურქეთს საქართველოს ინტეგრაცია ნატოში? _ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი ეკონომიკურ-პოლიტიკური და რელიგიური ექსპანსია საქართველოში.“ 

ასავალ-დასავალი, 9-15 აპრილი
ლაშა ნადარეიშვილი, რედაქტორი: „შენ [მიმართავს გიორგი კვირიკაშვილს] აღამაშენებლის გამზირის ლამის სტამბოლის მოედნად მქცეველო  და ერის სიწმინდეთა დამაქცეველო, იმპერიალისტთა მოწოდებებზე მბუქნავო და მროკველო, ქართულ წიაღში უცხო თესლის მნერგავო და სამშობლოდან პატრიოტთ გადამრეკველო, დაფიქრდი, რას იტყვიან შვილნი შენნი და შთამომავლობა შენს ავად ნამოქმედარზე!“

საზოგადოება

საქართველო და მსოფლიო, 25 აპრილი,
ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: „ვწერდი, რომ საქართველოდან რუსეთის წასვლა ნიშნავს თურქეთის მოსვლას. ამაზე, სხვათა შორის, დაუფარავად ლაპარაკობენ და წერენ თურქი პოლიტიკოსები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება დღემდე განაგრძობს ბოდვას ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე. ქემალიზმის ეპოქა, როდესაც თურქეთში თურქული ნაცია ყალიბდებოდა და საერო ნაციონალური სახელმწიფო შენდებოდა, დასრულდა. დღეს პანთურქიზმის იდეებით შეიარაღებულმა მმართველმა თურქულმა ელიტამ მიზნად დაისახა ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში დიადი თურანის აღდგენა.“ 

ისლამოფობია

ბიექტივი, ღამის სტუდია, 17 აპრილი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „მე ძალიან შორს ვარ, რომ ვიღაცამ მოკითხოს, ცუდად მოექცეს იმ გოგონებს, [აჭარაში, ჩადრიანი გოგონების შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული სიუჟეტის მონაწილეებს] რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ უნდა მიიღონ ისლამი და დადიან ჩადრით. მე ამის მომხრე ვარ, მაგრამ რეკლამირება გააკეთო და, დედა რა კაია და დანარჩენები განუვითარებლები ხართ და, აი, რევოლუცია და თავისუფლება საიდან მოდის, ოთხმა თუ ხუთმა, თუ სამმა გოგონამ ეს გადაწყვიტა, აი, ვაჟკაცურად ამას აკეთებს, მე ეს არ მომეწონა... თან ძვირადღირებული და თითო ჩადრის დახურვა, ჩვენ ხომ ვიცით ეს ყველაფერი და... რატო, იმიტომ, რომ აჭარა, პატრონი არ ყავს დღეს საქართველოს, ქვეყანას და ამიტომ გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება ძალიან ადვილია. მაგრამ, შენ რომ სახელმწიფო არხი ხარ, რატომ უკეთებ ამას რეკლამირებას.“  

საქართველო და მსოფლიო, 26 აპრილი,
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: „იქ, სადაც მუსლიმანები, დიდი ხანია, დაფუძნდნენ, უსაფრთხოების მხრივ ბევრი პრობლემაა. ამის ნათელი მაგალითია ბელგიის მოლენბეკი, ბრიუსელის რაიონი, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელი ორგანოებიდან ფეხით ორი წუთის სავალზეა. უმუშევარი მუსლიმებით დასახლებული ამ რაიონიდან იყვნენ 2015 წლის ნოემბერში პარიზში მოწყობილი ტერორისტული აქტების სერიის ორგანიზატორები. ესენი არიან ე.წ. შინგამოზრდილი ტერორისტები, რომლებზეც გავლენა იქონია ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდამ.“  

რუსოფობია

პარტიები

ასავალ-დასავალი, 2-8 აპრილი
მეგი გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობა: „არა, არა, რუსი ბავშვები ცეცხლში კი არ უნდა იწვოდნენ, რუსი აღარ უნდა იბადებოდეს, აღარ უნდა მრავლდებოდეს, აღარ უნდა იზრდებოდეს, აღარ უნდა ღორდებოდეს“.

ანტიდასავლური განწყობები

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 4 აპრილი
გიორგი ლომია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: “როდესაც მართლმადიდებელ ქვეყანაში მართლმადიდებელს აგინებ, პატრიარქს აგინებ, საპატრიარქოს აგინებ, რა ქართველის ინტერესების გამტარებელი ხარ! ხო არა ხარ გამტარებელი, ხო გასაგებია, რო გარკვეულ დავალებას ასრულებ. ჩვენ სახალხო დამცველი ავირჩიეთ და აგერ არ გასულა ჯერ კიდევ მე მგონი ორი თვე, უკვე გააკეთა განცხადება ქალბატონმა ლომჯარიამ, რომ ერთსქესიანთა ქორწინებაზე უნდა ისევ ხელახლა დადგეს საკითხი პარლამენტში და უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იჩაგრებიან. ხო გეუბნებით, რისთვის მოდიან საერთოდ? საქართველოში რა უნდათ? ჩვენნაირი აზროვნება ამ ხალხს არ გააჩნია და წადი იქ, სადაც ერთნაირად აზროვნებთ, ვთქვათ უცხოეთში თუ რომელიმე ქვეყანაში შენ ანალოგიურად აზროვნებ, წადი და მანდ იცხოვრე!“ 

მედია

საქინფორმი, 2 აპრილი,
არნო ხიდირბეგიშვილი, მთავარი რედაქტორი: "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთისთვის მიუღებელია, აგრეთვე, იმიტომ რომ შეუთავსებელია დასავლურ „დემოკრატიულ“ ღირებულებებთან. მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ცოდვებს, რომლებსაც დასავლეთში დემოკრატიის მაჩვენებლად მიიჩნევენ: სექტანტობას დასავლეთში რელიგიური უმცირესობების უფლებების და იდენტობის დაცვას უწოდებენ; ერთნაირსქესიან ქორწინებას, ინცესტს და ჰომოსექსუალიზმს დასავლეთში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვად თვლიან; ნარკომანიის წახალისებას და აზარტული თამაშების პროპაგანდას - პიროვნების თავისუფლებად.

საქართველო და მსოფლიო, 19 აპრილი  
ომარ მარგველაშვილი, ავტორი: "იმ ხელმოწერის [ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების] შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ შეპირებული ევროპული სიკეთეები არ ჩანს. რაც ჩანს, გეიაღლუმების ჩატარებისა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების პერსპექტივაა. ევროპის 14-ზე მეტმა ქვეყანამ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრება, “ევროპულ ღირებულებებში” ყელამდე ჩაფლულებს?!" 

ასავალ-დასავალი, 2-8 აპრილი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: “ევროპა, იმის ნაცვლად რომ დაგვხმარებოდა, თურქეთს დაუწვა და მართლმადიდებლობისთვის  ჯვარცმულ საქართველოს უსინდისოდ უცხადებდა - პეტრე მოციქულის ტახტზე მჯდომი რომის პაპის უპირატესობა აღიარეთო! ევროპა იმავე პოლიტიკას აგრძელებს დღესაც და საქართველოს, რომელმაც სიკვდილით დასჯა 800 წლის წინათ გააუქმა და რომლის უდიდესმა შვილმა შოთა რუსთაველმა 800 წლის წინათ განაცხადა - „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია!“ - ცხვირში ტენის „გენდერული თნასწორობის“, „ტოლერანტობისა“ და „სექსუალური შემწყნარებლობის ბილწ იდეებს!..“

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 4 აპრილი,
გიორგი (რაზმაძე), სასულიერო პირი: „დღეს დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, ნიშნავს ევროპულ ტრადიციებს, რომლებიც თავის თავში გულისხმობს მამათმავლობის, დედათმავლობის, ტრანსგენდერების და სხვა კიდევ ათასგვარი გარყვნილების დაკანონებას. როგორც ჩანს, მათთვის [ხელისუფლება] ეროვნულია სწორედ ის გარყვნილება, რომელსაც დასავლეთი გვთავაზობს, თავს გვახვევს და გვიკანონებს. ვფიქრობ, ამას არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან, ეს არის ეშმაკის მონობა…“ https://bit.ly/2GPijGu   

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 2-8 აპრილი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: მინდა მივმართო ჩვენს თავგზააბნეულ ხელისუფელბას: “...თუ შესაბამისი კანონი არა გაქვთ, იმიტომ, რომ ლიბერალებმა არ მიგაღებინეს, სასწრაფოდ მიიღეთ ის, რათა ყველა, ვინც რელიგიურ სიწმინდეებს შეურაცხყოფს, უსასტიკესად ისჯებოდეს ჩვენს ქვეყანაში! ვერ გავიგე, ტოლერანტობა თქვენ ის გგონიათ, რომ გარყვნილი ადამიანები ხელშეუხებლები დასეირნობდნენ და ეროვნულ და რელიგიურ ღირებულებებს უკიდურესად შეურაცხყოფდნენ? ეგ არის თქვენი დემოკრატია და ევროპული გზა? მაშინ თქვენს თავს დააბრალეთ, როგორც დაამთვრებთ საკუთარ მოღვაწეობას საქართველოში!“

რასიზმი

მედია

ასავალ-დასავალი, 16-22 აპრილი
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: „ვინ ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას? რა წერის სუსის სკანდალურ ანგარიშში? შავკანიანები და შავსულიანები შავსულიანო ქართველო ლიბერასტებო, რატომ გძულთ ასე საკუთრი ერი და ქვეყანა?!“

ალია, 16-22 აპრილი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „პოლიციამ ბელიაშვილის ქუჩა უნდა გადააქოთოს, ყველაფერი გაჩხრიკოს და თუ „ბაზუკა“ ვერ იპოვა, მაშინ ამ სამუელ ალავოდის, ერთი „ბაზუკა“ უნდა ვუშოვოთ როგორმე, უკანალში გავთხაროთ და საქართველოდან გავაძევოთ - დეპორტი! ასევე უნდა მოვექცეთ იმ ნიგერიელებს, რომლებიც ეს დღეები ისხდნენ ტელევიზიებში და ზემოთ რომ ვახსენე, იმ უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდნენ ქართველ ხალხს. ეს უმადური ნიგერიელები უნდა ჩასხან თვითმფრინავში და ნიგერიის დედაქალაქ ამბუჯაში ჩამოსვან.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 30 აპრილი - 6 მაისი
გიორგი ჭელიძე, ქართული ფაშისტური ორგანიზაცია: „ადრე, როდესაც ქართველი უცხოელს მიჰყვებოდა ცოლად, მის ნაშიერს იმ ქვეყანაში ზრდიდა, სადაც თხოვდებოდა, დღეს სხვა რამ ხდება. ქართველი ქალი, რომელიც ზანგსა და ირანელს საქართველოში მიმრავლებს, ერის მოღალატეა.“
„თბილისელები“

სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 30 აპრილი - 6 მაისი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „ბიბლიის მიხედვით, შავი რასა დასაბამს იღებს წინასწარმეტყველი ნოეს ერთ-ერთი ვაჟის ქამისგან, რომლისთვისაც შავი კანი იყო სასჯელი ერთი კონკრეტული საქციელის გამო.“

საზოგადოება

ნეტგაზეთი, 9 აპრილი
ლაშა რომანაძე, მოქალაქე: „leave this country nigga!.. Son of bitch [დატოვე ეს ქვეყანა ზანგო!.. ძუკნის შვილო...] და თუ ქართული იცი მოგიტყან შთამომავლობა და წინაპრები... თესლო ზანგო.

ძალადობისკენ მოწოდება

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 19 აპრილი,
ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „აი, საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავს ჩვენ [მიხეილ ჯანელიძე], რომელიც მისი განცხადებებიდან გამომდინარე მარტო სახლში კი არ უნდა გაუშვა, აი, კარგად უნდა გალახო და ისე გაუშვა სახლში“. 

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 9-15 აპრილი
იური მეჩითოვი, ფოტოხელოვანი: „მარშელებზე ისიც უნდა ვთქვა - საერთოდ, რაიმეს თუ აპირებდნენ, ის გაბუნია მანქანიდან უნდა გადმოეთრიათ და ეგ ნაძირალა ტალახში ეთრიათ. ეს წამპალი, მაგან ქრისტეს რა უნდა დააკლოს?! ისიც მეწყინა, 7 ადამიანი საცემრად რომ მივიდა და უკან დაიხია - ეცემათ მაინც, ეცოდინებოდათ, ციხეში რისთვის ჩასვეს! რაც მოხდა, იმ ფაქტმა გაბუნიას პლუსები ჩაუწერა, თავისუფლადაც დადის. ნუ იკვეხნით, მიტინგი მოვაწყვეთ და ხის ფოთოლი არ ჩამოვარდნილაო - ფოთოლი კი არა, ყველაფერი უნდა დაილეწოს, ძალა უნდა აჩვენო.“

გენდერული სტერეოტიპები

საზოგადოება

საქართველო და მსოფლიო, 19 აპრილი, ალია, 2-15 აპრილი  ზაზა სიამაშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის [ჯიპა] ყოფილი ლექტორი: “რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროებაზე უმახინჯესი “ვითომ” ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა, ვუყურებ და ერთი “შესავიწროებელი” ვერ დავლანდე… ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს… არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი”. 

მარშალპრესი, 18 აპრილი,
რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი: "ქალებს უნდა ვასწავლოთ, როგორ არ უნდა აღმოჩნდნენ ძალადობის მაპროვოცირებელი...ეს ფაქტორიც არსებობს, როცა წინააღმდეგობის, ხასიათის, განწყობილების ცვალებადობის გამო, შესაძლოა, ძალადობის პროვოცირება თვითონ ქალმა მოახდინოს. კვლევები მოწმობს, რომ მსხვერპლი ძალადობის პროვოცირებას ხშირად ახდენს. ეს მენტორული საკითხი არ არის, რომ ვინც მოძალადეა, ცუდია, ხოლო ვინც მსხვერპლია, ყოველთვის სწორია. საკითხი მთლიანობაშია შესასწავლიც და მოსაგვარებელიც. ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში ურთიერთობა ყველამ უნდა იცოდეს“. პირველი არხი, აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

საზოგადოება

რეზონანსი, 25 აპრილი, მარშალპრესი, 26 აპრილი,
რეზო მიშველაძე, მწერალი: "რაც შეეხება მართლმადიდებლობის მდგომარეობას თანამედროვე საქართველოში, თავი რომ დავანებოთ იმას, როგორ გაჯეჯილდა ბოლო დროს სხვადასხვა რელიგიური სექტა, ხდება პირდაპირი შეტევა არა მარტო ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენაზე, არამედ კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგაც კი ფუთფუთებენ საეჭვო რელიგიური მრწამსის ადამიანები, რომლებიც შემძვრალნი არიან დღეს ქართულ ეკლესიაში სხვადასხვა მიზნით. ამიტომ რელიგიური გრძნობების დასაცავად კანონი უნდა გამკაცრდეს. შეურაცხმყოფელს ჩვენც შეურაცხყოფითვე რომ ვუპასუხოთ, ეს მართალი არ იქნება".

0
0

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

0

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube