MDF
                                                           
# 16, 1-31 ოქტომბერი, 2016

სიძულვილის ენა

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 ოქტომბერი

ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს ნაციონალურმა მოძრაობამ. განსაკუთრებით, სექტანტების გასაგონად ვამბობ - განაგდეთ ეშმაკი! განაგდეთ ეშმაკი! განაგდეთ ეშმაკი! სამჯერ გადასახეთ პირჯვარი თქვენთან მოსულ ნაცსექტის კანდიდატს და თუ წინააღმდეგობად გაგიწევთ ზოგიერთი მათი წარმომადგენელი, ეხლა პატარა გოგო-ბიჭებს თავი დაანებეთ, ცუდად ნუ მოეპყრობით, შეიგიძლიათ კიბეებზეც დააგოროთ.“

ქსენოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 ოქტომბერი

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “ამდენი ტერიტორიები, ქართული მიწები მრავალწლიანი იჯარით, ან ზოგიერთს ისედაც  სამუდამოდ აქვს ნაყიდი და ჩვენი ხალხი დაქირავებულია, მსახურია იმ ირანელი ინვესტორის, თუ სხვა რომელიმე არაბი ინვესტორის, რომელიც სხვათშორის ბიუჯეტში, არც თუ რაღაცა დიდი მოცულობის თანხებს შეიტანს, ხოლმე და ამისი სტატისტიკაც არსებობს, რომ მაინდამაინც ბიუჯეტისთვის არ ზრუნავენ ისინი და ცოდო არის ხალხი…”

ინტერპრესნიუსი, 27 ოქტომბერი

დავით თარხან-მოურავი - პატრიოტთა ალიანსი: „საქართველოს ხელისუფლების ზედმეტმა სირბილემ შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს შეუძლია, მარნეულის რეგიონზე გამოთქვას პრეტენზია''.

თურქოფობია

საქართველო და მსოფლიო, 12 ოქტომბერი

გიორგი გელაშვილი, ჟურნალისტი: "ვინც არ იცის, იმასაც ვეტყვით, რომ წინასაარჩევნო კლიპს [აჰმედ] იმამყულიევმა ოსმალეთის იმპერიის სადიდებელი კლიპის მუსიკა დაადო და შეხვედრებზე არ მალავს, რომ დიადი ოსმალეთის იმპერიის საზღვრების აღდგენის დრო მოვიდა. ამაზე პასუხს მას არავინ სთხოვს და, შესაბამისად, უფრო მეტად თამამდება... მათ [ადგილობრივი მოსახლეობა] კარგად იციან, რომ საჭიროების შემთხვევაში, იმამყულიევი იარაღის გამოყენებასაც არ მოერიდება და გაისვრის. შემდეგ უკვე არავის ემახსოვრება, ვინ გაისროლა პირველმა და ვნახავთ იმ ფილმს, რომელიც რამდენჯერმე უკვე ნანახი აქვს საქართველოს."

ალია, 3-7 ოქტომბერი

ცოტნე გამსახურდია, პატრიოტთა ალიანსი: "ჯერ კიდევ [მიხეილ] სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით ათასობით რადიკალურად განწყობილ თურქს მიანიჭა მოქალაქეობა, ხოლო თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება დაუფარავად აცხადებდა  ბათუმის აჭარის თურქეთის წიაღში მშვიდობიანად დაბრუნების შესახებ!"

ობიექტივი, პოლიტიკური ღამე, 4 ოქტომბერი

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „შეიძლება სკოლაც აგიშენონ ისე, რომ შენ არაფერი არ გკითხონ. შეიძლება მეორე დღეს გამოხვიდე და შენ ბაღში იყოს აშენებული თურქული სკოლა. შეიძლება გამოხვიდე და შენ ბაღში ააშენონ რაღაცა არაბული შენობა და არაბული სოფელი შენ მიწა-წყალზე ისე, რომ კაციშვილი ამის განმკითხავი არ იყო და შენ, როდესაც შენ ქალბატონებს, შენ გოგოებს დაიცავ პლეხანოვზე, ქართულმა პოლიციამ ისევ შენ ჩაგავლოს ხელი და ჩაგაგდოს ციხეში... აბა, ერთი უცხო ქვეყანაში გაბედე შენ და ისე მოიქეცი როგორც თურქები იქცევიან თუნდაც თბილისში და რას გიზამენ ერთი ცოცხალი ვერ გამოაღწევ იქიდან.“

საქართველო და მსოფლიო, 6 ოქტომბერი

ვალერი კვარაცხელია, ნეიტრალური / სოციალისტური საქართველო: "ინგლისური და თურქული წარწერებით იყო მოფენილი ყველა კედელი, ყველა შესასვლელი და ყველა ვიტრინა. ფანჯარა გამოაღო. თურქული ლაპარაკი ნიაღვრად მოედინებოდა ქუჩებიდან. კაფეებს, მაღაზიებს, ჯიხურებს ხმაურით აღებდნენ სირბილით მოსიარულე თურქები. ერთმანეთს ასწრებდნენ და ისე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თურქულმასპინძლური მიხვრა-მოხვრით, თითქოს სტუმრების დასახვედრად ემზადებიანო. თენდებოდა ლამის გათურქებულ ბათუმში."

ასავალ-დასავალი, 3-9 ოქტომბერი

ელიზბარ დიაკონიძე, მეუფე: “დღეს ასლან აბაშიძეს ლანძღავენ და, როცა ის აჭარას ხელმძღვანელობდა, ვერცერთი თურქი აჭარაში უბრალო დადგმას ვერ ბედავდა. ხოლო, რაც [მიხეილ] სააკაშვილი  და შემდეგ „ოცნება“ მოვიდნენ ხელისუფლებაში, თურქები ისე გათმამდნენ, ანეკდოტიც გავრცელდა - თბილისში აღმაშენებლის ძეგლი უკვე ხმალს იქნევსო…”

ასავალ-დასავალი, 30 ოქტომბერი - 6 ნოემბერი

ნიკოლოზ მჟავავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: “გაგვაგებინეთ მარტო რუსეთია ოკუპანტი, ხოლო თურქეთი, რომელმაც ტაო-კლარჯეთი წაგვგლიჯა, ოკუპანტი არ არის?.. განა რუსეთმა არ დაუბრუნა საქართველოს აჭარა?.. თნამედროვე სერგო ორჯონიკიძემ - მიხეილ სააკაშვილმა აიღო ვალდებულება აზიზიეს მეჩეთის აშენების შესახებ მაშინ, როცა ტაო-კლარჯეთში ჩვენი ეკლესია-მონასტრები განადგურების პირასაა და ქართველ მღვდლებს წირვა-ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ!”

ასავალ-დასავალი, 24-30 ოქტომბერი

თამაზ ბაკურიძე, უფლებადამცველი: “ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც თურქებმა ქართველები უკვე საქართველოში დაიმონეს!... მე სულაც არ ვარ თურქთმოძულე და ძალიანც მსურს თურქეთთნ კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ თურქეთს ჩვენთან კეთილმეზობლობა კი არა, ჩვენი გადაყლაპვა სურს!

არმენოფობია

ასავალ-დასავალი, 3-9 ოქტომბერი  

გურამ  პეტრიაშვილი, მწერალი: “სანდრა [რულოვსი] გაიძახის: რძალი ვარ მეგრელებისო. მეგრელების როგორ არის, კაცო, ეგ ხომ სომხების რძალია?! ახლა ზვიად გამსახურდია რომ წამოაყენა და მისი მომხრეები [მიხეილ] სააკაშვილს გვერდით დაენახა, ალბათ, გული გაუსკდებოდა.”

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

საქართველო და მსოფლიო, 5 ოქტომბერი

კონსტანტინე ქათამაძე, ავტორი: "ისმის ბუნებრივი და ლოგიკური კითხვა _ რომის პაპი აღარ არის მწვალებელი, სვეტიცხოველში რომ შეჰყავთ, თუ უწმინდესი და უნეტარესი ილია II სინოდთან ერთად აღარ ემორჩილება ლაოდიკიის კრების ღმერთშემოსილი წმ. მამების კანონებს?.."

ინტერპრესნიუსი, 1 ოქტომბერი

დავით ლასურაშვილი, დეკანოზი: „ ჩვენ მოვედით, რომ ჩვენი პროტესტი გამოგვეთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროტიკოსი ადამიანი [პაპი ნფრანცისკე] ჩამოვიდა ჩვენთან, თან ჩამოვიდა ე.წ.მოციქულებრივი მისიით, რომ აქ უნდა იქადაგოს და უნდა იქადაგოს სად, 21-ე საუკუნოვან მართლმადიდებელ ქვეყანაში.“

ალია, 3-7 ოქტომბერი

ავთანდილ უნგიაძე,  მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი:
“...ახლა აღმოსავლეთში დაიწყეს კათოლიციზმის დამკვიდრების მცდელობა, ცრუ სწავლება და ეს ვიზიტი [რომის პაპის საქართველოში] ამ გეგმის ნაწილია… ყველა მე-6 თუ მე-7 პადრე კათოლიკური ეკლესიისა, პედოფილია და ამას ამერიკელები წერენ. ამ ბოლო პერიოდში სასამართლოებში ამ საქმეების ჩაფარცხვა რომის ეკლესიას 3 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ეს პედოფილი პადრეები რომ დაეხსნათ პასუხისგებისგან. ევროპა განუდგა ამ და სხვა მიზეზების გამო პაპიზმს და ახლა, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება ამგვარ მწვალებლურ რელიგიასა და მის მწვალებელ წარმომადგენლებს ბავშვები ანდო?"

ჰომოფობია

მარშალპრესი, 24 ოქტომბერი

ვაკა გორგილაძე, მაესტროს წამყვანი:  “პორნოგრაფია ხო არის აკრძალული? იგივეზეა საუბარი. პორნოგრაფია რატომ არის აკრძალული, მეშინია პორნოსი, არ გვიყვარს პორნო, რატომ არის აკრძალული?.. ლეგალიზაცია აღლუმის, ლგბტ არის ნორმალური, დასაშვები?..  არის ჰომოსექსუალიზმი, რომელიც ნკარნახევია კულტურით. იქ, სადაც მოხდა ლეგალიზაცია ლგბტ... მაღალი არის. იქ იზრდება ჰომოსექსუალების რაოდენობა.“

მარშალპრესი, 22 ოქტომბერი

სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები: "იცხოვრე [ლგბტ თემი], იმოღვაწევე, არავინ არ გზუღადვს არავინ არაფერს არ გიშვება, მაგრამ თბილისის ცენტრში ნუ გამიხსნი გარყვნილების ბუდეს, ნუ შემომივარდები ეკლესიაში."

 ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 ოქტომბერი

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “რაც კარგია, ვიღებთ დასავლეთისგან, მაგრამ რაც ცუდია, რაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი ზნისთვის, ჩვენი ჩვეულებისთვის, ჩვენი რწმენისთვის, ამას არავითრ შემთხვევაში არ მივიღებთ ჩვენ…. ჩემთვის ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა და არანაირი სხვა: არა ქალის და კატის, არა კაცის და მანქანის, არა ნიანგის და რღცის კიდე, არამედ ქალის და მამაკაცის, რაც არის ჩემი სარწმუნოებით აღიარებული…”

ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 ოქტომბერი

რეზო ამაშუკელი, მწერალი: "დღე და ღამე ზის იქ ვიღაც სუთიძე [ლევან სუთიძე, ტაბულას ჟურნალისტი] პოლო პიტუხი, თუ ვინც არის, მაინც გამექცევა სიტყვა ვატყობ, და არის იქ ეკლესიის ლანძღვა გინება, ეს ძალიან მაგონებს მე აფრიკული ღორები არიან დიდი ეშვებით. მერე ვინ კითხავთ ამ ჰორმონალური უკმარისობით აღტკინებულ დედაკაცებს ჩვენი ჭკუის დარიგებას?"

კავკასია, ბარიერი, 27 ოქტომბერი

არჩილ ჭყოიძე, ერეკლე II-საზოგადოება: „ტელევიზორები აჭრელებულია, რომ ვიღაცა დაჭრეს და ეს ტრანსგენდერი და ლამის ნიანგის ცრემლებით გვატირეს ეს ადამიანი, როცა ყოველდღე შიმშილით ბავშვები იხოცებიან, შიმშილით... ნორმალური ადამიანების უფლებები რომ ირღვევა, მათზე არავინ არ საუბრობს...“

ანტიდასავლური განწყობები

საქინფორმი, 7 ოქტომბერი

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის რედაქტორი: ამის გარდა, [გიორგი] ტუღუში საქართველოში დასავლეთის საიდუმლო გლობალისტური ინსტიტუტებისა და ლგბტ-ორგანიზაციების მიერ არის მოვლინებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ინცესტის, მშობელი №1 და მშობელი №2 სტანდარტის დასამკვიდრებლად, მართლმადიდებლობის და ქართული მენტალიტეტის მოსასპობად!”

საქართველო და მსოფლიო, 19 ოქტომბერი

დავით მხეიძე, ჟურნალისტი: "ვერც ერთმა პარტიამ და პოლიტიკოსმა, მათ შორის, ვერც ნინო ბურჯანაძემ, ვერ გაბედეს, ეთქვათ გასაგებ, ადამიანურ ენაზე, რომ საქართველოს მტერი უღმერთო აშშ და ევროკავშირია, საიდანაც გარყვნილების მეტი არაფერი შემოდის და თუნდაც მხოლოდ ამიტომ უნდა ვაქციოთ ზურგი დასავლეთს და პირი რუსეთისკენ ვიბრუნოთ."

გენდერი

ასავალ-დასავალი, 24-30 ოქტომბერი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ტრანსგენდერი ქალი“ ზიზი ისეთივე „ქალია“, როგორიც, მაგალითდ, ნინია კაკაბაძე ან თამარ კორძაია - „უფლებადამცველი“! დიახ, ეს ისეთივე ანომალიაა, როგორც - დედალი ხარი ან მამალი ძროხა!”

პირველი რადიო, 26 ოქტომბერი

შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია: "ცხონებულ მუამარ კადაფს აქვს ნათქვამი, რომ ქალიც ადამიანია..."

რეზონანსი, 29 ოქტომბერი

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: "[თამარ] ჩუგოშვილი თუ [თეა] წულუკიანი - საკითხი ჩემთვის ასე არ დგას. ორივე შესანიშნავი ქალია. ორივეს ძალიან უხდება ღიმილი, სხვა რა გითხრათ..."

პრაიმ ტაიმი, 24 ოქტომბერი

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: „ვერა ქობალიაზე კი ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ, ის არასდროს არაფერს წყვეტდა და იყო ფასადზე გამოფენილი მწვანე თვალები."

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube